U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
8 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი გამართა.

გიორგი ყიფიანის შეგირდები ბოსნიას შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.

ბოსნიელები მე-16 წუთზე უკვე კაცნაკლულნი დარჩნენ, მეორე ყვითელი ბარათი ანელ საბანაძოვიჩმა მიიღო და მოედანი დატოვა.

სამწუხაროდ, ამ უპირატესობის გამოყენება ქართველმა ფეხბურთელებმა ვერ შეძლეს. 67-ე წუთზე კი გიორგი კუციამ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო უხეშობისთვის.

შეხვედრის 87-ე წუთზე ჯუსუფ გაზიბეგოვიჩი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს გასცდა, საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან გამარჯვების გოლი გაიტანა.

მომდევნო მატჩს ჩვენი ნაკრები 11
ნოემბერს, ანდორასთან გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 38 /
რა გვეშველება არ ვიცი,ეს მწვრთნელები გაუშვით სადმე გადამზადებაზე,რამე მოიფიქრეთ...60 წუთი ათ კაცს ვეთამაშებოდით და არაფერი შეუცვლია ყიფიანს,მწარედ წააგო და არის გაუნათლებელი.გაუშვით სახლში რაა!ან ჟურნალისტებო რამე დაწერეთ ნორმალურად,გაკიცხეთ ცოტა დაგიჭერენ?თუ მოგწონთ რაც ხდება!
grisha
08 ნოემბერი 2017 18:01
1
საცოდაობაა ამათი თამაშის ყურება, არანაირი კლასი და ოსტატობა!
gio
08 ნოემბერი 2017 17:57
2
ორ პასს ვერ აკეთებენ. სრული უსუსურები.
გიორგი
08 ნოემბერი 2017 18:06
0
გამოსავალი ერთია: ყველა ასაკობრივ ნაკრებში (კარგი იქნება ადგილობრივი გუნდების აკადემიებშიც) ძლიერი და პერსპექტიული უცხოელი მწვრთნელების მოწვევა, როგორც მთავარ მწვრთნელად ისე ფიზ. მომზადების კუთხით. მომზადების ერთიანი სისტემის შექმნა და მათ გვერდით კი ადგილობრივი კადრების დასაქმება. დამიჯერეთ, ძალიან კარგი ინვესტიცია იქნება ქართული ფეხბურთისთვის ეს, რომელიც შედეგს 5-6 წელიწადში გამოიღებს.
P.S დიდების ნაკრებს ეს არ ეხება რა თქმა უნდა. იქ ტოტალური წარუმატებლობა გვექნება ყოველთვის, სანამ რაიმეს არ ვიღონებთ!
ქართველი888
08 ნოემბერი 2017 19:45
4
ხომ შეიძლება ერთხელ კაც ნაკლული ნაკრები გავთთეხოთ ფსიქოლოგიურად არა :)
ნოდო
08 ნოემბერი 2017 18:06
0
1) ყიფიანი ბურთის კონტროლზე აკეთებს აქცენტს (გეგუჩაძის სკოლა)... და სანამ ორ მეტრში არ მივალთ კარამდე, მანამდე კარში დარტყმას უკრძალავს მოთამაშეებს. წაგების შემდეგ სათქმელიც აქვს, ბურთს ვფლობდით, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა და წავაგეთო.
P.S. ამ მწვრთნელის ხელში წაგება მოსალოდნელიც იყო... სამწუხაროდ!
ქართველი888
08 ნოემბერი 2017 19:37
1
რაც მწვრთნელია ის გუნდი ყავს ყიფიანმა რა იცის ფეხბურთის ფედერაცია ამათ უკრიბავს და უგზავნის ყიფიან დგას ხესავით ვინ ეკითხება ვინმეს გამოძახებას
givi
08 ნოემბერი 2017 21:08
0
ვახო დაასახელეთ თუნდაც ერთი ფაქტი, დაამტკიცეთ რომ ფედერაცია კრიბავს ნაკრებს და არა მწვრთნელები- თუ ეს არ შეგიძლიათ მაშინ გთხოვთ ნუ ჭორაობთ!
ირაკლი ჩიქოვანი
09 ნოემბერი 2017 01:59
2
გივი,რატომ ცრუობ?ხეებმა ლაპარაკი არ იციან,ყიფიან კი მთელი თამაში ყვირილი არ შეუწყბეტია,შენ იქ წადი,შენ კი აქ დარჩიო.თამაშს, თამაშის დროს ასწავლიდა.
სოსო
09 ნოემბერი 2017 13:59
0
უსამართლობაა ჩემპიონატის ბომბარდირი ლაშა ოზბეთელაშვილი გყავდეს გუნდში და 5 წუთი არ ათამაშო ეს რა უბედურება გვჭირს
Oza
08 ნოემბერი 2017 21:47
0
ავსაჯანა გაუშვეს,რომლის დროსაც ამ ბიჭებს წარმატებები ჰქონდათ. მოიყვანეს ყიფო და აა შედეგიც სახეზეა. ვერცერთი გამარჯვება.ასე იქნება სულ ქართულ ფეხბურთში სანამ ჩემიანი-იმისიანი არ დამთავრდება და პროფესიონალებს არ დააფასებენ.მიეცი ნიჭსა გზა ფართოოოოოო.
vaxo
08 ნოემბერი 2017 20:51
2
გაუცჰირდებოდატ....
goga
08 ნოემბერი 2017 18:03
0

სიახლეები პოპულარული