U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
8 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი გამართა.

გიორგი ყიფიანის შეგირდები ბოსნიას შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.

ბოსნიელები მე-16 წუთზე უკვე კაცნაკლულნი დარჩნენ, მეორე ყვითელი ბარათი ანელ საბანაძოვიჩმა მიიღო და მოედანი დატოვა.

სამწუხაროდ, ამ უპირატესობის გამოყენება ქართველმა ფეხბურთელებმა ვერ შეძლეს. 67-ე წუთზე კი გიორგი კუციამ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო უხეშობისთვის.

შეხვედრის 87-ე წუთზე ჯუსუფ გაზიბეგოვიჩი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს გასცდა, საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან გამარჯვების გოლი გაიტანა.

მომდევნო მატჩს ჩვენი ნაკრები 11
ნოემბერს, ანდორასთან გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 38 /
გაუცჰირდებოდატ....
goga
08 ნოემბერი 2017 18:03
0
თამაშს 62-ე წუთიდან ვუყურე და ახლა ვნახავ ჩანაწერს,მაგრამ რაც თვალში მეცა ის იყო,რომ დასარტყმელს კარში კი არ ვურტყავდით,არამედ ფლანგზე გაგვქონდა ბურთი და მერე იქიდან ვცდილობდით ჩაწოდებას.თუ არ დაარტყი ვერც გაიტან,ბოსნიელებმა ბოლოს დაარტყეს და გაიტანეს კიდეც.კუციას გაძევების მომენტი არ გამოჩნდა,შეიძლება პროვოკაცია ან სიმულაციაც იყო,მაგრამ მსაჯმა ასე განსაჯა.კუცია კი გუნდში ალბათ ყველაზე გამოცდილია და ასე ვერ უნდა "წამოეკიდებინათ".
სოსო
08 ნოემბერი 2017 18:02
0
რა გვეშველება არ ვიცი,ეს მწვრთნელები გაუშვით სადმე გადამზადებაზე,რამე მოიფიქრეთ...60 წუთი ათ კაცს ვეთამაშებოდით და არაფერი შეუცვლია ყიფიანს,მწარედ წააგო და არის გაუნათლებელი.გაუშვით სახლში რაა!ან ჟურნალისტებო რამე დაწერეთ ნორმალურად,გაკიცხეთ ცოტა დაგიჭერენ?თუ მოგწონთ რაც ხდება!
grisha
08 ნოემბერი 2017 18:01
1
საცოდაობაა ამათი თამაშის ყურება, არანაირი კლასი და ოსტატობა!
gio
08 ნოემბერი 2017 17:57
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული