საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფინეთს დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 ნოემბერს, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სამივე სასტარტო შეხვედრაში დამარცხებულმა საქართველოს ნაკრებმა, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ფინეთის ნაკრებს უმასპინძლა.

პირველი ტაიმის მე-9 წუთზე ანგარიში კაირინენის გადაცემით კალმანმა გახსნა. ჩვენი გუნდი ბევრს ეცადა, მაგრამ შესვენებამდე საპასუხო გოლის გატანა ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია, 53-ე წუთზე მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ორმაგი ცვლილება განახორციელა, მოხევიშვილისა და მიქელთაძის ნაცვლად არაბიძე და ბერიძე შეუშვა შეცვლაზე და ამ უკანასკნელმა სულ მალე დალაშქრა კიდეც კეტოს კარი - 1:1.

შემდეგ მომენტები ვერ გამოიყენეს
ჭანტურიამ და ზარანდიამ. გეგუჩაძის შეგირდებმა მეტოქეზე დაწოლა გააძლიერეს, თამაშში აქტიურად ჩართულმა ბერიძემ პირისპირ შეჰყარა არაბიძე მეკარეს და კიპერმა თავისი გუნდი გადაარჩინა. სტუმრები კი იძულებულნი შეიქნენ საკუთარ ნახევარზე ჩაკეტილიყვნენ და კონტრიერიშებით ეპასუხათ. ხიფათიც შექმნეს ჩვენს კართან და გადავრჩით - ვაისანენმა ხელსაყრელი პოზიციიდან უხეიროდ დაარტყა.

სადღაც შუა მეორე ტაიმისას თამაში გათანაბრდა და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 83-ე წუთზე იენსენის დარტყმული ბურთი კუპატაძემ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას კალმანმა დაასწრო და 1:2. სამიოდ წუთში კი ჭანტურიამ მატჩის საბოლოო ანგარიში, 2:2 დააფიქსირა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში პირველი ქულა მოიპოვა. თამაშის ხარისხისა კი, აბა, რა მოგახსენოთ...

საქართველო - ფინეთი 2:2

საქართველო: კუპატაძე, ჩაბრაძე, ტაბიძე, მარგველაშვილი, შულაია, მოხევიშვილი (53. ბერიძე), მამუჩაშვილი, მიქელთაძე (53. არაბიძე), კიტეიშვილი, ზარანდია (69. კოხრეიძე), ჭანტურია

ფინეთი: კეტო, ვაისანენი, პირტიჯოკი, იენსენი, ჰამალაინენი, ლაპალაინენი (89. ნისკანენი), დალსტრიომი, კაირინენი, ჰოსტიკა (64. ალა - მულუმაკი), ნისილა (82. იარვაინენი), კალმანი

გოლები:
9. კალმანი 0:1, 59. ბერიძე (1:1), 83. კალმანი 1:2, 86. ჭანტურია 2:2

გაფრთხილება: 53 კაირინენი, 69. კიტეიშვილი, 79. დალსტრიომი
მკითხველის კომენტარები / 17 /
მე ასე მგონია ჭაბტურიას თამაში თანაგუნდელებს არ უნდათ ბურთს აწვდიან, რატომ ვერ ვიგებ არადა ზარანდიას გარდა ყველასთვის თეთრი ყვავია.მიუხედავად ყველაფრისა-ტრაუმვას ვგულისხმობ გონირად, გააზრებულად თამაშობს სხვ ებტან შედარებით ალბათ გეგუჩაძე უნდა ხედავდეს ამას წარმატებები ლტვიასტანა
mარიამი 28
12 ნოემბერი 2017 17:49
0
შექებით ვერ შევაქებ რა თქმა უნდა.მარა,პირველი ნაკრების თამაშს სჯობდა ამათი თამაში.უფრო სწრაფი და გააზრებული შეტევები ჰქონდათ....
ზაზა
12 ნოემბერი 2017 15:50
0
ფინეთში 8 თვე ზამთარია და თოვლი დევს.სირცხვილია!
ჯუბა
11 ნოემბერი 2017 19:06
0
გრცხვენოდეს გეგუჩაძე!
გია-11
11 ნოემბერი 2017 15:07
1
საცოდაობა და ჩვენი ნერვების შლა გეგუჩაძის ბრალია უნდა წავიდეს მოშორდეს ნაკრებს, გეგუჩაძეს პატივს ვცემდი მაგრამ ახლა წარმოდგენა შემიცვალა ამ 4 თამაშმა ახლა დარწმუნებული ვარ რომ თანამედროვე ფეხბურთის აზრზე მართლა არააა ეს კაცი და თუ მართლა კაცია უნდა გადადგე, ამ ფორმაციის ახალგაზრდული ნაკრები აუტსაიდერები კი არა ჯგუფის ლიდერები უნდა იყოს, ეს რესურსი სრულიად საკმარისია ჩვენ ჯგუფში ლიდერობისთვის, იმის გათვალისწინებით რომ ჯგუფში არააა გრანდი ნაკრები. ადამიანი რომელიც ბერიძეს ძირითადში არ ათამაშებს მწვრთნელობის არცოდნაზე მიგვითითებს. წადიიი კობიაშვილო და წაიყვანე შენი გეგუჩაძე და საძმო რომელიც ფულის ჭამისთვის ხართ, თან ამასწინათ კობიაშვილი არ იყო ამბობდა "რატომ უნდა გადავდგე არ მესმისო?" აი მიზეზი ბატონო და შენ იცი კიდე შეგვაყარე ნაცარი თვალებში.
roma
11 ნოემბერი 2017 11:04
1
molas shelocva tu ushvelis qartul fexburts
koba
11 ნოემბერი 2017 08:10
2
დიდი მიღწევა თუ ჰოკეიში დაუზავდნენ ფინეთს.არ ვიცოდი ასეთი კარგი ჰოკეისტი თაობა თუ მოდიოდა. ყოჩაღ ხოკუის ფედერაციავ. იქნებ ფეხბურთIს თამაში ვისწავლოთ მალე?
niko
11 ნოემბერი 2017 00:39
0
geguchadze tanamedrove fexburtidan chamorchenili mtvrnelia, tavze gadausvi xeli kobiashvilo ar dagekargos)))
ako
10 ნოემბერი 2017 23:42
0
გეგუჩაძე საქართველოში ერთერთი გამორჩეული მწვრთნელია,მაგრამ მხოლოდ საქართველოში.
სოსო
11 ნოემბერი 2017 10:18
0
arveladzeebi mosanatrebeli dagvircga.
Abu
10 ნოემბერი 2017 23:33
0
ინდივიდუალურად ჩვენი ბიჭები ძალიან კარგად თამაშობდენ ტექნიკურად არავისზე ნაკლები ბიჭები არ გვყავს, მაგრამ ეს იყო აბსურდული, ქაოსური ,დაულაგებელი თამაში 3-4 ზუსტი პასის გაკეთებაც კი ვერ მოხერხდა არანაირი ტაქტიკა კომბინაციური შეტევები, არანაირი დისციპლინა ფიზიკური მომზადება 90 წუთის განმავლობაში ფეხბურთელები ერთმანეთს აძლევდენ მითითებას მწვრთნელს ხმაც კი არ ამოუღია ადრეც დავწერე და ეხლაც ვაფიქსირებ გეგუჩაძე უნდა წავიდეს!!! აუცლიებლად 21 წლამდე ნაკრებში უნდა დაინიშნოს კახი კაჭარავა ეს ადამიანი ყველაფერს შეცვლის და გამოასწორებს.
gio
10 ნოემბერი 2017 23:12
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული