U19. საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევში ანდორას ვერ მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
11 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპის ჯგუფის მეორე მატჩი ანდორასთან გამართა.

დაპირისპირება ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. შეხვედრის 43-ე წუთზე პენალტი ზუსტად ნიკა ნინუამ შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ 45-ე წუთზე ბექა დარციმელიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ქართველები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ. 86-ე წუთზე მეტოქემ მაინც შეძლო გათანბრება, გოლის ავტორი ალბერტ გრაუ სამპერმა გახდა.

ჯგუფის ბოლო მატჩს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთთან 14 ნოემბერს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან ორი გუნდი გადის. საქართველოს ნაკრებს ამ დროისთვის 1 ქულა აქვს. პირველი
მატჩი ქართველებმა ბოსნიასთან 0:1 წააგეს.

საქართველოს ნაკრები: გუშეშაშვილი, მალი, ასათიანი (ინჯგია 90), ჯინჯოლავა, ქოჩორაშვილი (ანდრონიკაშვილი 69), ნინუა, ქავთარაძე (ოზბეტელაშვილი 61), კვარაცხელია, ხარაბაძე, დავითაშვილი, დარცმელია
მკითხველის კომენტარები / 69 /
ადრე ჩემ სიყმაწვილეში უბანი უბანზე რომ ვთამაშობდით, ერთი კოლორიტული პიროვნება გვყავდა და თამაშამდე დაგვიძახებდა ხოლმე და დაიგინებდა, " ვინც არ ,მოიგოს იმისი კეთილებიო......" ჰოდა ჩვენც თავს არ ვზოგავდით, იქნებ ეს მეთოდი დაგვენერგა დიდ ფეხბურთში? მაგრამ კაცი რომ ანდორას პენალტით გამორჩები ქულას, იქ რა დაგინება ან შეგინება უშველის?... უთავმოყვარეოებოოოოოოოოოოო!@!!!!
G E L A
12 ნოემბერი 2017 15:09
0
ყველაზე მეტად 99 წლიანები დაიჩაგრა, რამდენ ამ ასაკის ბავშვს არ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება, სამაგიეროდ ათამაშებენ 2000 და 2001 წლიან ბავვშვებს, მაგათ ხომ პატრონები არ დაელევათ, ამიტომა ასაკობრივი და მთლიანად ფეხბურთის საქმე ჭაობში.
გიზო
11 ნოემბერი 2017 18:23
0
გიორგი ,მართლაც რომ დაიჩაგრა 99-იანები.რამოდენიმე ბავშვი ,რომლებსაც ნათამაშები აქვთ ევროპის შესარჩევი და გასულები არიან მეორე ტურში,სათადარიგოში უზის.იმიტომ ,რომ არ არიან დინამოდან და საბურთალოდან.რატო არ ათაამაშებს ანდრონიკაშვილს ,კასრელიშვილს ,ოზბეთელაშვილს.რომლებსაც შეუძლიათ ბოლომდე დაიხარჯონ და იბრძოლონ.შედეგიც სახეზეა.ნაკრები გახადა საბავშვო ბაღი.სულ პატარები უყენია.დაცვაში ხომ საერთოდ ქაოსია,რა ბურთები გაუშვეს.გამოუცდელი პატარები რომ უყენია , სწორედ იმის ბრალია. თავისუფლად მოიგებდნენ ორივე თამაშსს, სწორად რომ შეერჩია შემადგენლობა.საფრანგეთთანაც იგივე შემადგენლობას დააყენებს.კი ვერ ხვდება ,რომ ცვლილებები უნდა გააკეთოს.
გულშემატკივარი
12 ნოემბერი 2017 16:06
0
კობიაშვილს არ ესმის რატომ უნდა გადადგეს.
ეს კალაძე მაინც ვერ ხვდება თუ როგორი აგრესიაა საზოგადოებაში კობიაშვილის მიმართ?
ნუთუ ვერ ხვდება რომ კობიაშვილის ფაქტორი უკვე უშუალოდ მის ავტორიტეტს ლახავს
lashamax
11 ნოემბერი 2017 23:58
1
კობი კიდე ვერ ხედავ რატო უნდა წახვიდე ფედერაციიდან?ანდორაზე და ფარერებზე დაბლა დავედით,ხედაავ რატოო?ჩვენთვის აზერები და კაზახები გრანდები გახდნენ და რავიცი რავიციი სულ გინდათ დაიღუპოს ფეხბურთი იქ სადაც ერთდროს რეალი და ბაიერნი ვერ გვიგებდა და გრანდიც კი იყო საქართველოო...............
usaqmurebi
12 ნოემბერი 2017 12:17
0
ფეხბურთის ფედერაცია ვინც არუნდა იყოს მისი მმართველი ყოველთვის იყო და არის ბიუჯეტის ფულის სახრელი ვირთხებით დაკომპლექტებული ორგანიზაცია. კობიაშვილიც ისეთივე ბიუჯეტის ვირთხაა როგორიც იყო მისი წინამორბედები დომენტი და არველაძეებიი
giga
11 ნოემბერი 2017 21:26
0
10 კაცით 1-0 იგებ და ბოლოს თავდასხმას ადზლიერებ, რავი მართალია?
saba
11 ნოემბერი 2017 19:12
0
ტროლეიბუსის მძღოლებისა და ტრამვაის ვატმანებისაგან "შეხმატკბილებულ"გუნდს რომ ვერ უგებთ,რაღაზე უნდა ილაპარაკოთ,ან სათქმელი გააქვთ რამე საერთოდ?
........".უცხოპლანეტელი" მწვრთნელი თუ გვიშველის............
goreli2
12 ნოემბერი 2017 16:52
0
ასაკობრივების ასეთი ჩავარდნა ძალიან დამაფიქრებელია, ალბათ მინიმუმ ვიღაც უნდა გამივიდეს და ახსნას ასეთი ნახტომისებური უკუსვლა რატომ არის ყველა ასაკობრივ ნაკრებში, ასევე დროა ვინმემ პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე.
ირაკლი
12 ნოემბერი 2017 10:39
0
მერე კობიაშვილი იკითხავს რატო უნდა გადავდგეო...
იოსები
12 ნოემბერი 2017 08:34
0
კობიაშვილო შეუშვი ყურში რომ არც გეგუჩაძე,და მითუმეტეს ყიფიანი, არ არიან სანაკრებო მწვრთნელები.და რომ იძახი ვერ გამიგია რატომ უნდა გადავდგეო,აი ასთი სამარცხვინო შედეგები რომ ააქვს ჩვენს ნაკრებებს იმიტომ ბატონო.
თენგო
11 ნოემბერი 2017 21:20
0

სიახლეები პოპულარული