U19. საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევში ანდორას ვერ მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
11 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპის ჯგუფის მეორე მატჩი ანდორასთან გამართა.

დაპირისპირება ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. შეხვედრის 43-ე წუთზე პენალტი ზუსტად ნიკა ნინუამ შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ 45-ე წუთზე ბექა დარციმელიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ქართველები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ. 86-ე წუთზე მეტოქემ მაინც შეძლო გათანბრება, გოლის ავტორი ალბერტ გრაუ სამპერმა გახდა.

ჯგუფის ბოლო მატჩს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთთან 14 ნოემბერს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან ორი გუნდი გადის. საქართველოს ნაკრებს ამ დროისთვის 1 ქულა აქვს. პირველი
მატჩი ქართველებმა ბოსნიასთან 0:1 წააგეს.

საქართველოს ნაკრები: გუშეშაშვილი, მალი, ასათიანი (ინჯგია 90), ჯინჯოლავა, ქოჩორაშვილი (ანდრონიკაშვილი 69), ნინუა, ქავთარაძე (ოზბეტელაშვილი 61), კვარაცხელია, ხარაბაძე, დავითაშვილი, დარცმელია
მკითხველის კომენტარები / 69 /
სანამ ყიფიანი ვერ შეიგნებს ,რომ გამოცდილი ბავშვები უნდა დააყენოს სასტარტოში,რომლებსაც ევროპა აქვთ ნათამაშები და არა გამოუცდელი 17 წლის ბიჭები,მანამდე ამ ნაკრებს აარაფერი ეშველება.სათადარიგოში სხედან მებრძოლი ბიჭები ,რომლებსაც რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვთ.რახან დინამოდან და საბურთალოდან არ არიან, შანსს არ აძლევს,რომ თავი გამოიჩინონ.სად იყო ორივე თამაშზე დაცვა .ეჯდეს ნორმალური დაცვა სათადარიგოში და დააყენოს ისინი, ვინც არც პატკატი იცის და არც თავით თაამაში.სირცხვივლია, პირველი თამაშის შემდეგ რომ ისევ ის შემადგენლობა დააყენა.
გულშემატკივარი
11 ნოემბერი 2017 18:18
0
Gulshematkivaro vai shens bogmian patrons vin dabobgavs ager etkoba andorastan karshi ver vartkavt
Qomagi
13 ნოემბერი 2017 04:19
0
ვინაა ერთი ძაან მაინტერესებს დავითაშვილზე და კვარაცხელიაზე კარგი და ვინ უზის სათადარიგოებში ნორმალური,საერთოდ ამ ასაკში ვინაა კარგი ფეხბურთელი და ვინ დატოვა ან ან არათამაშა ძაან მაინტერრსებს.ქიმერიძე არ მითხრა ეხლა თუ ძმა ხარ ძლივს დაღოღავს ტიპი.ყიფიანი რო არ ვარგა მწვრთნელად არ ვდაობ მაგრამ ვინ დაიჩაგრა თქვი ერთი გაფიცებ!
გულშემატკივარო
11 ნოემბერი 2017 19:23
3
Vaii chhvens patrons.farerebi andora raga darcha.aset cagebebzee mcvtnelebii unda daitxovoo da gaajmevinoo.aravis araferze moetxoveba pasuxiii dakidiat.agos kobim da misma sadzmom pasuxiii adree to gekitxa cagdebulebi kondat ena exla ki mojdnen da virtxebivit imalebian
ika2323ika
11 ნოემბერი 2017 18:12
0
დაბრუნეტ გოჩა ავსაჯანა ვერ უნდა მიხვდეტ ეგ ყიპიანი რო გონზე არ არის საერთოთ
Temo
12 ნოემბერი 2017 14:05
0
ეს შედეგები რო ყოფილიყო სიჭინავას დროს, უეჭველი შეჭამდნენ ესენი, / შედეგი არასოდეს არ გვქონდა , მაგრამ ასეთ დონეზეც არ ვყოფილვართ არასდროს, /ძალიან ცუდია ეს ყველაფერი...
Vasili
11 ნოემბერი 2017 23:41
0
ასაკობრივის ყველა მწვრთნელი გასაყრელები არიანნნნნნნნნნნნ
imereli
11 ნოემბერი 2017 23:23
0
ქიმერიძე და სილაგაძე რო არ გყავთ მაგის ბრალია ქიმერიძეზე მეტი გოლი ვის ააქვს მაგ ნაკრებში გატანილი? სირცხვილია ხალხიც ხმას არიღებს ანდორას ვერ ვუგებთ ორ პასს ვერ აკეთებდნენ სამართლიანა რო არ იძახებთ ბავშვებს ღმერთიც წარმატებას არ მოგიტანთ არასდროს
nika
11 ნოემბერი 2017 18:39
1
MEC MAGAS GAVIDZAXI CHATARDES GAMOKITXVA DA MAG SHEDEGEBIT DAESVAS KITXVA KOBIASHVILS MAGRAM CHVENI SPORTULI JURNALISTEBIC ARAPRIS GAMKETEBELIA .. AUCILEBLAD MISAXEBIA ZOMEBI RAMENAIRAD UNDA AVAMODZAOT ES USAKMURI KOBIASHVILI .. AVTOR MIDI RA CHAATARE GAMOKITXVA YVELAS TXOVNAAAAAAAAAAAAAAAAAA
DIMA
12 ნოემბერი 2017 12:52
0
მთელი ერი საზღვარგარეთ ვართ წასული საპახაოდ, და აღარავინ აღარ დარჩა მანდ, ამათ რო ვინმემ პასუხი მოთხოვოს მაგ ცოდვებზე... / ჩატარდეს გამოკითხვა ობიექტური , გვინდა ეს ხალხი ფედერაციაში ? ოღონდ ინტერნეტით ჩატარდეს სადაც უფრო გამოჩნდება რეალობა და არა სადგაც გრიგოლიას ან რუსთავი 2 -ზე შოუზე.. ქართველი სპორტული ჟურნალისტების იმედი არ მაქ , ესენი ენისჩლექვით ელაპარაკებიან ამათ, მე არ მახსოვს ამათ რეალური კითხვა დაესვათ, ყოველთვის შენ გენაცვალე,შენი ჭირიმეს პოზიცია აქვთ... ერთადერთი ქეცბაიას დაუწყეს ყაყანი ერთხმად, და ისიც იმიტო რო კაცი თურმე ხედავდა სადაც მიდიოდა ეს ყველაფერი და სიმართლეს ამბობდა ფეხბურთელები , არ გვყავსო, მოედნები არ გვაქო, რო ანგრევდნენ მიყუჟულები იყავით თქვენ თქვენთვისო და ვერ აპატიეს სიმართლის თქმა და აუმხედრეს ეს საცოდავი ჟურნალისტები და გააგდეს.../ ცხადაძე მგონი ფიქრობს , რო კიდე კაი გამოაგდეს ეგეც , თორე ეგეც წკიპზეა ფადარჩენილი , ბაჩანას გამო ხალხი ისე იყო აღრენილი მაგაზე, რო ერთი პატარაც რო შეშლოდა გააკრავდნენ ჯვარზე მაგასაც.../ წავიდნენ სუყველა აბსოლიტურად ფედერაციიდან და მოვიდეს სუფთა ხალხი , როგორც რაგბში ! სხვანაირად შანსი არააა... ჭკვიანი ადამიანი ჭირდება ამ საქმეს, საქმის მცოდნე, რო დაალაგოს ეს ყველაფერი, კარგი მმართველი (მენეჯერი), არაა აუცილებელი რო წარსულში სადღაც ფუტბოლი ქონდეს ნათამაშები... მამუკა კვარაცხელიაზე განათლებული და ამ საქმეში ჩახედული კაცი ჩვენ არ გვყავს, და იმიტო არ ირჩევენ რო დიდი ფეხბურთი არაა აქ ნათამაშები ანუ ამათი ბრატი არ იყო რაა, (ამათ სასტავში არ იყო) თორე ისე თვითონ ამ კაცის ცოდნა კი ჭირდებათ...
Vasili
12 ნოემბერი 2017 12:16
0
ეგ არის საძმაკაცოს დანიშვნა ასაკობრივებში და ყველა მნიშვნელოვან თანამდებობებზე, ვერც გაუშვებს რო მოინდომოს ამათ ხო მაგარი ძმაკაცობა აქვთ))))))))
kaza
11 ნოემბერი 2017 21:39
0
ქართული ფეხბურთი დიდ ნეხვშია ჩავარდნილი, კობიაშვილი და მისი გუნდი კი ვერ გრძნობენ სუნს ალბათ სურდო აწუხებთ ამიტომ არ აპირებენ არც გადადგომას და არც საქმის გამოსწორება შეუძლიათ.
მურთაზი
11 ნოემბერი 2017 21:06
0

სიახლეები პოპულარული