U19. საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევში ანდორას ვერ მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
11 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპის ჯგუფის მეორე მატჩი ანდორასთან გამართა.

დაპირისპირება ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. შეხვედრის 43-ე წუთზე პენალტი ზუსტად ნიკა ნინუამ შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ 45-ე წუთზე ბექა დარციმელიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ქართველები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ. 86-ე წუთზე მეტოქემ მაინც შეძლო გათანბრება, გოლის ავტორი ალბერტ გრაუ სამპერმა გახდა.

ჯგუფის ბოლო მატჩს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთთან 14 ნოემბერს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან ორი გუნდი გადის. საქართველოს ნაკრებს ამ დროისთვის 1 ქულა აქვს. პირველი
მატჩი ქართველებმა ბოსნიასთან 0:1 წააგეს.

საქართველოს ნაკრები: გუშეშაშვილი, მალი, ასათიანი (ინჯგია 90), ჯინჯოლავა, ქოჩორაშვილი (ანდრონიკაშვილი 69), ნინუა, ქავთარაძე (ოზბეტელაშვილი 61), კვარაცხელია, ხარაბაძე, დავითაშვილი, დარცმელია
მკითხველის კომენტარები / 69 /
ფუ ნაგვის ყუთები.ასე ყველა თამაშები როგორ უნდა გაიყიდოს.აბა ყოფილიყო თამაში მილიონებზე მაშინ დიდი ანგარიშით მოიგებდნენ.
gio
11 ნოემბერი 2017 20:23
1
კუციას ქმედება ღალატია, არც ისე პატარა არის სახინკლეზე ტამასჰობ მაზიანს თუ ევრო შესარჩევს, არის კი მისი ადგილი ნაკრებში? როგორ უნდა შეხედოს ბიჭებს?
vasiko
11 ნოემბერი 2017 20:11
0
სადიყვნენ დარცმელია დავითაშვილი ინჯგია ზარიძე კვარაცხელია ქოჩორაშვილი? ქიმერიძე რო გოლებს იტანდა და ამ ნაკრებში მარტო რო იგებდა თამაშებს სად იყვნენ????? ქოჩორაშვილი ზამენაზე იყო სხვა დანარჩენები არც იყვნენ გამოძახებული და ეხლა? ყველაფერი პირიქით არის და შედეგიც სახეზეა ფუი იმის კაცობას ვინც ამ ნაკრებებს კრიბავს!!! საფრანგეთი მოდიისს აბა თქვენიცით.....
qomagi
11 ნოემბერი 2017 20:02
0
სადარის ქიმერიძე? რატო არიძახებთ მაგ ბიჭს? უკეთესები გყავთ? ვაი თქვენს პატრონს ვითომ პროფესორები არაფრის აზზე არხართ 2 პასს ვერ აკეთებდნენ და იმ ნაკრებს ვერ მოუგეთ
goga
11 ნოემბერი 2017 19:55
0
სადარიან ის ბიჭები უზბეკთს რო მოუგეს ვასილ მაისურაძის დროს უ 18 ში? შეცვალეს მაისურაძე და ფეხბურთელებიც შეიცვალა ხო? სირცხვილია სადარიან ის ბიჭები სილაგაძე ივანიაძე ქიმერიძე ქაფიანიძე კიკალიშვილი სპანდერაშვილი ნიკოლეიშვილი ეს უკვე 7 კაცი ჩამოვთვალე ანუ ნახევარი ნაკრები და კიდევ ბევრი აკლია მაგ 7 კაცს
giorgi
11 ნოემბერი 2017 19:54
0
ყიფიანო ვინ გყავს გამოძახებული სირცხვილია ინჯგია,ზარიძე ფურცელაძე ტაბატაძე საიდან არიან პირველად მესმის ამათი გვარები ან ამ დავითაშვილს და კვარაცხელიას ყველგან როგორ ტენით დ რატო ჩაგრავთ სხვა ბავშვებს ილოცე რო საფრანგეთმა არ ამოგტენოთ
rezi
11 ნოემბერი 2017 19:51
0
2000 და 2001 ბავშვები რითი სჯობიან 1999 იანებს ესეთი რაგაც პირველად ვნახე რას თამაშობდნენ საშინელება იყო ქიმერა სპანდერა სილაგა და რავი კიდე სხვები გამოიძახეთ ისეთი ბიჭები ვინც ჯანზე არიან და გამოცდილები არიან რაიყო ეს რას თამაშობდნენ სირცხვილია რო იჩაგრებიან 99 იანები სამართლიანი რო იყოს კიდე ხო მაგრამ ფაქტი სახეზეა
merabi
11 ნოემბერი 2017 19:48
0
ეგ არის ჭუმბურიძე-ჭიაბრიშვილის დაყენებული ასაკობრივი ნაკრებები, ვინ კითხავს მწვრთნელს
geno
11 ნოემბერი 2017 19:37
0
დღევანდელმა ფედერაციამ სულ დაღუპა ჩვენი ფეხბურთი.ხომ ხედავთ არც მწვრთნელებს უნდათ მუშაობა და არც ფეხბურთელებს უნდათ თამაში.გუნდი აუტს აწვდის,თუ ჯარიმას არტყავს,პარტნიორი არ იხსნება,რომ ბურთი მიიღოს.ეროვნულმა ნაკრებმა 90 წუთში კარისკენ ვერც ერთხელ ვერ დაარტყა, რაზეა საუბარი?!ასეთი შედეგები რაც ამ ფედერაციის დროს მივიღეთ...?! კატასტროფაა ეს ყველაფერი!
თენგო
11 ნოემბერი 2017 19:34
0
უსირცხვილო ფედერაციავ დროზე გადადექით და მანუჩარ მაჩაიძემ,შივაძემ და ყველა პატრიოტმა აიღეთ ხელში ფედერაციის მართვა და გადაარჩინეთ უსირცხვილო ფედერაციისაგან შერცხვენილი სამშობლოს ფეხბურთი.
გაგიჟებული
11 ნოემბერი 2017 19:31
1

სიახლეები პოპულარული