მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება და ჩვენი საიტი პირდაპირ ტრანსლაციას შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრებს ჯგუფში სიტუაცია რთულად აქვს და ფაქტობრივად, სასწაულის იმედზეა, მაგრამ სასწაულის იმედადაც არ უნდა ვიყოთ - ფეხბურთის თამაშია საჭირო.
ქართველი ახალგაზრდები პირველ მატჩში ბოსნიასთან დამარცხდნენ - 0:1 და ანდორასთან ფრე - 1:1 ითამაშეს.
ჯგუფიდან ორი გუნდი გადის. საფრანგეთის ნაკრებს პირველი ადგილით გასვლა განაღდებული აქვს.
დღეს თუ ჩვენი ნაკრები საფრანგეთს დაამარცხებს და ანდორა მასპინძელ ბოსნიას მოუგებს, მაშინ
საქართველოს ნაკრების გამარჯვება, უბრალოდ, თეორიული იმედია, რადგან იმავე საფრანგეთმა ანდორა 7:0 დაამარცხა. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი დენ-აქსელ ზაგადუ "დორტმუნდის" ფეხბურთელია, ხოლო გუნდი პსჟ-ის, "ლიონის", "მონაკოს" და სხვა წამყვანი კლუბების ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, ჩვენი შანსები საკმაოდ მცირეა.
გერმანულ გამოცემა "ტრანსფერმარკტზე" საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრები დაახლოებით 22 მილიონ ევროდაა შეფასებული, ხოლო ჩვენი ნაკრები - 625 000 ევროდ. ანდორის ნაკრებს საერთოდ შეფასება არა აქვს, ხოლო ბოსნია 2 მილიონი ევრო "ღირს".
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ჯგუფში უკვე დაფიქსირდა სენსაცია. კოსოვოს 19-წლამდელთა ნაკრები შემდეგ ეტაპზე იასპარეზებს.
ხოლო საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები სენსაციას თუ ვერ მოახდენს, იმედი ვიქონიოთ, რომ გიორგი ყიფიანის შეგირდები კარგ თამაშს მაინც შემოგვთავაზებენ. რაც პირველ ორ მატჩში ვნახეთ, ეს უბრალოდ, ფეხბურთისგან შორს იყო...