U21. საქართველო VS ლიტვა - გამარჯვების გარეშე არაფერი გამოვა!

AutoSharing Option
დღეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მიხეილ მესხის სტადიონზე, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ლიტველ თანატოლებს დაუპირისპირდება.

მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასწრება უფასოა.

საქართველოს ნაკრებს 4 ტურის შემდეგ გამარჯვება დღემდე არ მოუპოვებია და ერთადერთი ქულით ბოლო ადგილზეა.

აქამდე ახალგაზრდული ნაკრები სამჯერ დამარცხდა: პოლონეთთან 0:3, დანიასთან 2:5 და ფარერებთან 1:3. სამი დღის წინ კი ფინეთს 2:2 ვეთამაშეთ და დღეს ფრე არავითარ შემთხვევაში არ დაგვაკმაყოფილებს.

ლიტვას სამი თამაში აქვს ჩატარებული ჯგუფში: ფარერები 3:0 გაანადგურეს, დანიასთან 0:6 განადგურდნენ და პოლონეთთან 0:2 დამარცხდნენ.

ჯგუფიდან პირველი
ადგილის მფლობელი პირდაპირ გადის, ჩვენს ჯგუფს კი 4 მოგებით დანია ლიდერობს. ხოლო 9 ჯგუფიდან ოთხი საუკეთესო მე-2-ადგილოსანი გავა შემდეგ ეტაპზე.

საქართველოს შანსები აქვს, მაგრამ გამარჯვების გარეშე არაფერი გამოვა და თუ ნაკრები ერთ გუნდად არ შეიკრა, კიდევ დიდხანს შეიძლება მოგვიწიოს გია გეგუჩაძის თავის მართლების მოსმენა.

წინა შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა გადაწყვიტა, გიორგი არაბიძე და გიორგი ბერიძე სათადარიგო შემადგენლობაში დაეტოვებინა. არადა, მოედანზე მათი გამოჩენის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე მანამდე.

დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებს გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ბოლო ინფორმაციით, ტრავმირებულია და მაგიტომ ვერ ეხმარება ნაკრებს.

ლიტვის ახალგაზრდული ნაკრები, ძირითადად, ადგილობრივი ჩემპიონატიდან არის დაკომპლექტებული, მაგრამ ჰყავთ ლეგიონერები: "სამპდორიის" მეკარე ტიტას კრაპიკასი და "კიოლნის" შემტევი მანფრედას ზურგისი.

ლიტვის 21-წლამდელთა ნაკრების ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" 1,90 მილიონი ევროა, საქართველოს ნაკრები კი 5.68 მილიონადაა შეფასებული.

მთავარია, გულშემატკივარი სტადიონზე მოვიდეს, მოგების შემთხვევაში მოტივაცია მისცეს ახალგაზრდებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბატონო გალაქტიონ თუ თამაშზე სტატიის დაწერას აპირებთ გთხოვთ სტადიონზე მიხვიდეთ და იქიდან უყუროთ თამაშს და ისე შეაფასოთ ფეხბურთელები, რადგან ტელევიზორში მხოლოდ ის ნაწილი ჩანს სადაც ბურთია და არა საერთო სურათი. არაბიძეს რომ აქებთ ეს ფეხბურთელი საერთოდ ამოვარდნილია გუნდური თამაშიდან და უბურთოდ საერთოდ არ მუშაობს და ჩელებაძის მსგავსად არ მოძრაობს მოწინააღმდეგეს არ ხვდება ბურთის მოპოვებას არ ცდილობს, მაგრამ ჩელე ნიჭის ხარჯძე ერთს ისეთ დარტყმას ან პასს გააკეთებდა რომ თავის უმოძრაობას მთლიანად გადასწონიდა, რაც ამას საწუხაროდ არა აქვს, ერთი ამპარტავანი და თავხედი ვინმეა, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია ფეხბურთელებიც გუნდიც და გულემატკივარიც, მე რომ მწვრთნელის ადგილზე ვიყო მაგას საერთოდ არ გავაკარებდი ნაკრებს, არაფერი პირადული უბრალოდ ტრიბუნიდან ასე ჩანს

სტატიის ავტორს
15:39 14-11-2017
0
რომელ არხზე გადის?
roma-ni
20:11 14-11-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული