ასაკობრივი ნაკრებების ორი გამარჯვება

AutoSharing Option
საქართველოს 15 და 16-წლამდე ნაკრებებმა ამხანაგური მატჩები ჩაატარეს სომეხ თანატოლებთან. ორივე შეხვედრა ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის მოედანზე გაიმართა და ორივე ქართველთა გამარჯვებით დასრულდა - 3:0 და 1:0.

15-წლამდელთაგან გოლები ჯაბა ჯიბლაძემ (ორჯერ) და ლუკა გაგნიძემ გაიტანეს, ხოლო 16-წლამდელებმა ლუკა ტორონჯაძის ზუსტი დარტყმით მოიგეს.

გიორგი ჩიტაურმა 15-წლამდე ნაკრები ასეთი შემადგენლობით ათამაშა: შურღაია, გოგოტიშვილი, ხვადაგიანი, ფერცულიანი, უბილავა, გაგნიძე, ჩხეტიანი, მეხტიევი, ღონღაძე, თაგორაშვილი, ჯიბლაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ხვიჩია, კუკავა, მამაგეიშვილი, ვაზაგაშვილი, სიხარულაშვილი, სიჭინავა.

რაც შეეხება ზვიად ჯელაძის მიერ გაწვრთნილ 16-წლამდელებს, შემადგენლობა ასეთი იყო: ხარშილაძე,
დევდარიანი, ერაძე, კოკაია, მამაცაშვილი, ტალახაძე, ქობულაძე, აბუაშვილი, მორჩილაძე, მირზიკაშვილი, ტორონჯაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: სანებლიძე, კვარაცხელია, გოშთელიანი, სიჭინავა, ჟივიძე.

მომდევნო მატჩებს ნაკრებები 29 ნოემბერს ჩაატარებენ.

GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული