გია გეგუჩაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი აღარ არის

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის გია გეგუჩაძეს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებებს უსურვებს კარიერაში.

"ფეხბურთის ფედერაციის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო გია გეგუჩაძეს თითქმის ორწლიანი თანამშრომლობისთვის. სამწუხაროდ, ჩვენი გზები გაიყო, თუმცა მინდა წარმატებები ვუსურვო მას. ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმებით გავწყვიტეთ და ერთმანეთს კეთილი სურვილებით დავშორდით" - განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 15 /
ნუ როგორც იქნა შეაწუხა ხალხი ნამუსმა. სავარაუდოდ ფედერაცია მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. აბა გეგუჩაძე ცოცხალი თავით არ თმობდა დაკავეულ თანამდებობას.
იმედია შეარჩევენ კვალიფიციურ მწვრთნელს და მისი შერჩევისას არ იხელმძღვანელებენ შინაურულ-მეგობრული პრინციპებით.
georgian
17:31 08-12-2017
3
აგრეთვე დიდ მადლობას უხდის ფარერების ფეხბურთის ფედერაცია გაწეული მუშაობისთვის
Zorbegi
23:30 08-12-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული