გია ცეცაძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
19-24 იანვარს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საწვრთნელ შეკრებას ჩაატარებს თურქეთში. ეს იქნება პირველი შეკრება, რომელსაც ნაკრების ახალი მწვრთნელი გია ცეცაძე გაუძღვება.

შეკრების ფარგლებში 21-წლამდელები ერთ ამხანაგურ მატჩსაც გამართავენ - 23 იანვარს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ქალაქ ლარაში აზერბაიჯანს შეხვდება.

გია ცეცაძემ უკვე შეარჩია გაფართოებული შემადგენლობა, საიდანაც აარჩევს თურქეთში წასაყვან ფეხბურთელებს. აღსანიშნავია, რომ თარიღი არ შედის ფიფას მიერ შერჩეულ დღეებში.

მეკარეები: ლევან შოვნაძე, გიორგი ჩოჩიშვილი, ოთო გოშაძე;
მცველები: რომან ჩაჩუა, ანრი ჭიჭინაძე, დავით კობოური, აკაკი შულაია, გურამ გიორბელიძე, ირაკლი კომახიძე, ლუკა გადრანი, გიორგი
ქანთარია, ავთანდილ გუჯაბიძე, ანდრო გიორგაძე;
ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი, პაატა ღუდუშაური, გაბრიელ საღრიშვილი, ნიკოლოზ ბაშელეიშვილი, გიორგი ხარებაშვილი, ლევან მაჭარაშვილი, ლუკა ნადირაძე, ირაკლი რუხაძე;
თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე, ვატო არველაძე, ბექა ქავთარაძე.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
გიორგი ჩკვეტაძე, არაბიძე და ბერიძეს ტრავმა სჭირთ?
George²
12:45 07-01-2018
0
არველაძე მიყავთ რაც მთავარია ეხ გაჭირვების დედა თორე რამდენი ნიჭიერი ბავშვი ვერ ახერხებს თამაშს
ჰკა მაგ ურჯულოს
03:48 07-01-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული