გია ცეცაძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
19-24 იანვარს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საწვრთნელ შეკრებას ჩაატარებს თურქეთში. ეს იქნება პირველი შეკრება, რომელსაც ნაკრების ახალი მწვრთნელი გია ცეცაძე გაუძღვება.

შეკრების ფარგლებში 21-წლამდელები ერთ ამხანაგურ მატჩსაც გამართავენ - 23 იანვარს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ქალაქ ლარაში აზერბაიჯანს შეხვდება.

გია ცეცაძემ უკვე შეარჩია გაფართოებული შემადგენლობა, საიდანაც აარჩევს თურქეთში წასაყვან ფეხბურთელებს. აღსანიშნავია, რომ თარიღი არ შედის ფიფას მიერ შერჩეულ დღეებში.

მეკარეები: ლევან შოვნაძე, გიორგი ჩოჩიშვილი, ოთო გოშაძე;
მცველები: რომან ჩაჩუა, ანრი ჭიჭინაძე, დავით კობოური, აკაკი შულაია, გურამ გიორბელიძე, ირაკლი კომახიძე, ლუკა გადრანი, გიორგი
ქანთარია, ავთანდილ გუჯაბიძე, ანდრო გიორგაძე;
ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი, პაატა ღუდუშაური, გაბრიელ საღრიშვილი, ნიკოლოზ ბაშელეიშვილი, გიორგი ხარებაშვილი, ლევან მაჭარაშვილი, ლუკა ნადირაძე, ირაკლი რუხაძე;
თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე, ვატო არველაძე, ბექა ქავთარაძე.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
აჰა არველაძეს ესეც ტენის ახალგაზრდულში, ანუ ესეც გეგუჩაძის "ნაცნობობის" პოლიტიკის გაგრძელებას აპირებს, ნაცნობობით გაქაჩული უნიჭო ფეხბურთელები და დაჩაგრული უპატრონო ნიჭიერი ბავშვები, შედეგი ექნება იგივე ან უარესი. პს. ძვირგფასო ადმინ კომენტარებს ნუ მიშლით :)
ეპოქა
16:33 06-01-2018
20
არველაძე მიყავთ რაც მთავარია ეხ გაჭირვების დედა თორე რამდენი ნიჭიერი ბავშვი ვერ ახერხებს თამაშს
ჰკა მაგ ურჯულოს
03:48 07-01-2018
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული