U21. გია ცეცაძემ შეკრებაზე წამსვლელთა ნაკრების 22-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 19 იანვარს თურქეთის ქალაქ ლარაში გაემგზავრება, სადაც 5-დღიან შეკრებას გაივლის.

ვარჯიშების გარდა, 23 იანვარს 21-წლამდელები ერთ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებენ აზერბაიჯანის ახალგაზრდულ ნაკრებთან. ეს იქნება გია ცეცაძის სადებიუტო შეხვედრა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

უკვე ცნობილია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც თურქეთში მიემგზავრებიან:

მეკარეები: ლევან შოვნაძე (დინამო ბთ), გიორგი ჩოჩიშვილი (ზლატე მორავცე, სლოვაკეთი);
მცველები: გურამ გიორბელიძე (სიონი), ლუკა გადრანი (ცხინვალი), დავით კობოური (დინამო თბ), ირაკლი კომახიძე (ლოკომოტივი), აკაკი შულაია (დინამო თბ), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), რომან ჩაჩუა (სამტრედია), გიორგი ქანთარია (ნემანი,
ბელორუსი);
ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დინამო თბ), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ნიკა ბაშელეიშვილი (თელავი), ირაკლი რუხაძე (თელავი), გაბრიელ საღრიშვილი (სამგურალი), პაატა ღუდუშაური (ვიტ ჯორჯია), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), გიორგი ხარებაშვილი (თელავი), ლუკა ნადირაძე (ოლიმპიკი, უკრაინა);
თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (რუსთავი), ვატო არველაძე (ლოკომოტივი).

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
dato-ს. რას ერჩი ვატოს? რაშია საქმე! გვარი არ მოგეწონა? დაასახელე უკეთესი და კი ბატონო. იქნებ გია ცეცაძე გამოჩა და ვერ შეამჩნია. საერთოდ, ფეხბურთთან თუ გაქვს რაიმე შხება პროფესიონალურ დონეზე? თუ არველაძეებზე ხარ აცრილი!!
გეგა
15:18 18-01-2018
5
ვატო არველაძეზე უკეთესი ფორვარდი არ გვყავს ქვეყანაში?
dato
15:06 18-01-2018
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული