U21. საქართველოს ნაკრები დღეს აზერბაიჯანს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში ბოლო ვარჯიში ჩაატარა აზერბაიჯანთან ამხანაგურ მატჩამდე.

გია ცეცაძის გუნდს ავადმყოფობის გამო გიორგი კიკნაძე გამოაკლდა, დანარჩენები კი მწყობრში არიან.

შეხვედრა 23 იანვარს ბელეკში გაიმართება და თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლევან შოვნაძე (დინამო ბთ), გიორგი ჩოჩიშვილი (ზლატე მორავცე, სლოვაკეთი);
მცველები: გურამ გიორბელიძე (სიონი), ლუკა გადრანი (ცხინვალი), დავით კობოური (დინამო თბ), აკაკი შულაია (დინამო თბ), გიორგი ახალაძე (სამტრედია), რომან ჩაჩუა (სამტრედია), გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელორუსი);
ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დინამო თბ), დავით
სამურკასოვი (ლოკომოტივი), ნიკა ბაშელეიშვილი (თელავი), ირაკლი რუხაძე (თელავი), გაბრიელ საღრიშვილი (სამგურალი), პაატა ღუდუშაური (ვიტ ჯორჯია), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), გიორგი ხარებაშვილი (თელავი), ლუკა ნადირაძე (ოლიმპიკი, უკრაინა), ირაკლი კამლაძე (ვიტ ჯორჯია);
თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (რუსთავი), ვატო არველაძე (ლოკომოტივი).

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული