გია ცეცაძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 23 და 27 მარტს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორი მატჩი ელის.

გია ცეცაძის გუნდი ჯერ ფარერებს უმასპინძლებს, მერე კი - დანიას. ორივე შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებსაც ზემოხსენებული მატჩებისთვის მოამზადებს. ნაკრები შეკრებაზე 19 მარტიდან გადავა.

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ), გიორგი ჩოჩიშვილი (ზლატე მორავცე, სლოვაკეთი);
მცველები: გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), დავით კობოური (დინამო თბ), ანდრო გიორგაძე (ვორსკლა, უკრაინა), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელორუსი),
ცოტნე ნადარაია (საბურთალო), გურამ გიორბელიძე (სიონი), თამაზ ცეცხლაძე (სებაილი, აზერბაიჯანი), ლუკა ნადირაძე (ოლიმპიკი, უკრაინა);
ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), აკაკი შულაია (დინამო თბ), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა);
თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), ბექა მიქელთაძე (რუსთავი).

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
Giorgaze,chichinaze,nadiraze, cecxlaze , arabize, xaraishvili, berizes bolo tamashebi ar gamochenila,zarandia dakiteishvili, koxreize da arvelaze. Kai sastavia
4_4_2. Am sqemit unda itamashos didebmac
Vaso
12:11 15-03-2018
0
კარგია, წარმატებები, უბრალოდ ნახევარდაცვა ძალიან შემტევითია, მოწინააღმდეგის შეტევწბის ჩამშლელების ნაკლებობაა. ისეთი სტილის მოთამაშეები როგორებიც არიან კანკავა, გვილია, კვეკვესკირი ჭირდება ამ ფორმაციის ნაკრებს და ძალიან კარგ შედეგს მიაღწევენ.
Dave
23:04 14-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული