საქართველოს კაცნაკლული 17-წლამდელთა ნაკრები ელიტ-რაუნდში პოლონეთს დაუზავდა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის პირველ ტურში მასპინძელ პოლონეთთან 2:2 ითამაშა.
გიორგი ნემსაძის გუნდი ორჯერ დაწინაურდა მატჩის მიმდინარეობისას - ზურიკო დავითაშვილმა ორივე პენალტი ზუსტად შეასრულა. პოლონელებმა წესები ჯერ ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ დაარღვიეს, მერე კი გიორგი გულიაშვილი წააქცია მეკარემ.
მეორე ტაიმში წნეხი იმანაც გაზარდა, რომ ივა გელაშვილმა მეორე ყვითელი მიიღო და გააძევეს.

საბოლოოდ 2:2 და ჩვენი გუნდი ფინალური ეტაპის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.

მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს მაკედონიას 3:0 აჯობა.

პოლონეთთან შემადგენლობა ასეთი იყო: ხარშილაძე, გელაშვილი, ნონიკაშვილი,
მექვაბიშვილი, აზაროვი (კალანდაძე 5), ჩოთალიშვილი (ჭინჭარაული 55), ტალახაძე, მესიაჩენკო, დავითაშვილი, კვარაცხელია, გულიაშვილი (ჯანგველაძე 79)

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 28 /
პოლიტიკის შტერებმა და ფეხბურთის უცოდინრებმა ამ საიტზე რომ არ შემოხვიდეთ არ შეიძლება? ვულოცავ ბიჭებს წარმატებულ თამაშს და სამომავლოდ უკეთეს შედეგს მიაღწევენ უეჭველი ასეთი მონდომებით, თქვენ მოინდომეთ ბიჭებო და იღბალიც აუცილებლად მოვა. ღმერთი თქვენსკენ, ღმერთი ფარავდეს სრულიად საქართველოს.
roma
22 მარტი 2018 11:43
0
მე ვუყურე გუშინ თამაშს და მინდა გიტხრათ კვარაცხელია ყველაზე ნიჭიერია ამ ნაკრებში....ვულოცავ ბიჭებს ზაან მაგრა იტამაშეს.
irakli
22 მარტი 2018 16:25
0
ირაკლი, იქნებ დაწერო,სად უყურე?კიდევ ორი თამაშია და ბევრს აინტერესებს.წინასწარ გიხდი მადლობას.
სოსო
23 მარტი 2018 09:43
0
პატარა ბიჭებმა, მასპინძლებთან კარგად ითამაშეს და ფრედ დაამთავრეს თამაში, რითაც გასვლის შანსი შეინარჩუნეს, მილოცვის მაგივრად რეებს წერთ, რა დაგემართად, რა გჭირთ ასეთი მოურჩენელი მტრის გასახარი. გაიზარდონ კარგი ბიჭები, კარგი ფეხბურთელები და გვარს და კუთხეს რა მნიშვნელობა აქვს? რა ლოგიკაა, თუ ფულზე და მამიკოებზეა ლაპარაკი, რა კვარაცხელიების მეტს ფულიანი მამიკოები არ ჰყავთ თუ. რამ გაგაბოროტათ ხალხო დაფიქრდით გაივსო ეს პატარა საქართველო უარყოფითი ენერგიით. ბიჭებს და მთელ საქართველოს ვულოცავ ელიტრაუნდში იმედიან დასაწყის და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ.
gizog
22 მარტი 2018 09:28
0
გაიხარე მეგობარო,ზუსტად ჩემი სათქმელი თქვი.ვინმემ ხომ არ უყურა თამაშს?მე პოლონურ სპორტ ტვზეც კი შევედი,მაგრამ ვიდეო ვერსად ვიპოვე,მხოლოდ მიმდინარე დროს,გაძევება გაფრთხილებებს,შეცვლებს და შემადგენლობას ვიგებდი,ანგარიშთან ერთად.
სოსო
22 მარტი 2018 11:32
0
ბაჩო ბიძიკო, ნახევარ სამეგრელო აფხაზებად ჩაეწერნენ და რუსეთს უძვრებიან მეოთხედი რუსეთს გადაიხვეწა და დანარჩნი ბაზარში დგას ან კიდევ პოლიტიკაში შეძვრა. ხო და ბურთისთვის ვიღას სცალია? შენ ზარქუაზე გტკივა გული გატყობ შორიდან.
niko
22 მარტი 2018 04:11
7
რამდენი უაზრო კომენტარია და მთელი თამაშის ყურება ჩანაწერის არსად შეიძლება? ან თქვენ მოიძიეთ და დადევით რომ ვუყუროთ.ეს ხომ ჩვეულებრივი თამაში არ იყო და გულშემატკივრისთვისაა პრესაც და ტელევიზიაც და გვაინტერესებს გულშემატკივრებს და გთხოვთ დადოთ ჩანაწერები მაინც. ჩათვალეთ-გთხოვთ ათასობით კაცის სახელით.
kaxa
22 მარტი 2018 12:42
0
ლაივი იყო და ჩანაწერი არ დევს .
ლევანი
25 მარტი 2018 02:05
0
ბაჩო ძამიკო, კვარაცხელიების გვარი დიდი გვარია, უფალმა ამრავლოს კიდევ უფრო. მათი გამოჩენა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ფეხბურთში სულაც არ უნდა ხდებოდეს უკეთური ეჭვების მიზეზი. საერთოდ, თუ გაქვს რაიმე ფაქტი და ვაჟკაცი ხარ დაწერე, თუ არადა ასე ჰაერზე ტალახის სროლა, რბილად რომ ვთქვა უღირს საქციელად მიმაჩნია. გიორგი ნემსაძეს არაფერი უნდა სჭირდეს საიმისო რასაც თქვენ აკადრებთ თქვენი კომენტარით. ადამიანი ფიქრისთვისაა გაჩენილიო და იფიქრეთ ბატონო ბაჩო თქვენც, და იქნებ შეაფასოდ თქვენივე კომენტარი რაღა თქმა უნდა დამშვიდებულ და დაწყნარებულ მდგომარეობაში როცა იქნებით. უფალმა მაპატიოს კადნიერება.
გაიოზ გოშაძე
22 მარტი 2018 09:44
1
კვარაცხელიას მეტი მეგრული გვარი არ იძებნება თბილისში თუ დაიწყო ისევ ნაცნობობანა და მაყუთა მამიკოობანა? აი ასე ვერ გახვალთ ელიტრაუნდში,თამაშს ნიჭერები იგებენ და არა მამიკოები............
ბაჩო
22 მარტი 2018 01:03
45
au rogorc ityvian shen magari .....pirovneba chanxar.shen ginda tkva ro nemsadze mamikoobit ayenebs sastavs ?19nomeri mesiachenkoc mamikoobit daakena gushin sastavshi?naxe jer vinvinaa da gaecani zustad mere dacere.bichebma gushin ybelaperi chades rac sheedzlot.imismagier miuloco kai tamashi reebs cer
Byrda
22 მარტი 2018 10:17
0
ბაჩუ მიიღე რასაც ეძებდი? კვარაცხელია მართლაც ნიჭიერიაა
ასევე
22 მარტი 2018 11:03
0
ყველა გამოხმაურება
სრულიად გეტანხმები ბევრი კარგი ფეხბურტელია ამ ნაკრებსი მაგრამ კვარაცხელია საუკეტესოა
irakli-s
23 მარტი 2018 07:54
0
ბურდა- მასიაჩენკოს მამაზე დიდი პატრონი ყავს ყველამ იცის ეს ამბავი -
გამარჯვება ბიჭებს
???
22 მარტი 2018 14:36
0
მასპინძელთან, თანაც პოლონეთთან 1 ქულის აღება კარგი შედეგია. ვულოცავ გუნდს წარმატებას უკვე გამარჯვებას ვუსურვებ. იმედი მაქვს!!!
tngh
22 მარტი 2018 13:23
0

სიახლეები პოპულარული