საქართველოს კაცნაკლული 17-წლამდელთა ნაკრები ელიტ-რაუნდში პოლონეთს დაუზავდა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის პირველ ტურში მასპინძელ პოლონეთთან 2:2 ითამაშა.
გიორგი ნემსაძის გუნდი ორჯერ დაწინაურდა მატჩის მიმდინარეობისას - ზურიკო დავითაშვილმა ორივე პენალტი ზუსტად შეასრულა. პოლონელებმა წესები ჯერ ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ დაარღვიეს, მერე კი გიორგი გულიაშვილი წააქცია მეკარემ.
მეორე ტაიმში წნეხი იმანაც გაზარდა, რომ ივა გელაშვილმა მეორე ყვითელი მიიღო და გააძევეს.

საბოლოოდ 2:2 და ჩვენი გუნდი ფინალური ეტაპის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.

მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს მაკედონიას 3:0 აჯობა.

პოლონეთთან შემადგენლობა ასეთი იყო: ხარშილაძე, გელაშვილი, ნონიკაშვილი,
მექვაბიშვილი, აზაროვი (კალანდაძე 5), ჩოთალიშვილი (ჭინჭარაული 55), ტალახაძე, მესიაჩენკო, დავითაშვილი, კვარაცხელია, გულიაშვილი (ჯანგველაძე 79)

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 28 /
პოლიტიკის შტერებმა და ფეხბურთის უცოდინრებმა ამ საიტზე რომ არ შემოხვიდეთ არ შეიძლება? ვულოცავ ბიჭებს წარმატებულ თამაშს და სამომავლოდ უკეთეს შედეგს მიაღწევენ უეჭველი ასეთი მონდომებით, თქვენ მოინდომეთ ბიჭებო და იღბალიც აუცილებლად მოვა. ღმერთი თქვენსკენ, ღმერთი ფარავდეს სრულიად საქართველოს.
roma
11:43 22-03-2018
0
მე ვუყურე გუშინ თამაშს და მინდა გიტხრათ კვარაცხელია ყველაზე ნიჭიერია ამ ნაკრებში....ვულოცავ ბიჭებს ზაან მაგრა იტამაშეს.
irakli
16:25 22-03-2018
0

სიახლეები პოპულარული