საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დანიასთან საბრძოლველად მზადაა

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ფარერებთან ევროშესარჩევი მატჩის მოგების შემდეგ მზადება ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა. გია ცეცაძის გუნდი უკვე დანიასთან შესახვედრად ემზადება. ფარერების დარად, ეს მატჩიც გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. დასაწყისი 17:00 საათზე, დასწრება თავისუფალია.

ჩვენს ნაკრებში ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ხვალინდელი თამაშისთვის მზადყოფნაშია. ბოლო ვარჯიში ნაკრებმა თბილისის ზღვაზე, სკ ზესტაფონის ბაზაზე ჩაატარა და ძირითადად ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას დაუთმო.

შეგახსენებთ, რომ დანია 12 ქულით შესარჩევი ჯგუფის ლიდერია, საქართველო კი 7 ქულით მესამეზეა.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
აქ უნდა გამოჩნდეს არაბიძის და ბერიძის რეალური ძალა, აბა ბიჭებო ივარგეთ. ველი თქვენს კარგ თამაშს
vaso
11:27 27-03-2018
0
თუ რამოს პრეტენზია გვაქვს ამ გუნდს უნდა მოვუგოთ მითუმეტეს სახში
ასევე
10:25 27-03-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული