U17. საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი გაუჩნდა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის კარგი შანსი გაუჩნდა.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ელიტ-რაუნდის მესამე ტურში მაკედონიას დაუპირისპირდა და 6:1 გაანადგურა. ამ გამარჯვებით კი საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის კარგი შანსი მოიპოვა.

მატჩში ზუკა დავითაშვილის ბენეფისი შედგა, რომელმაც პოკერი შეასრულა.

დავითაშვილმა მატჩის პირველ 16 წუთში შეასრულა ჰეთ-თრიკი და თავიდანვე ნაკრებს სოლიდური უპირატესობა მოუპოვა. 31-ე წუთზე კი ტრპჩევსკიმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და სხვაობა 4:0 გახდა.

მეორე ტაიმის 45-ე წუთზე მაკედონიელებმა პენალტი აიკიდეს და ეს უპირატესობაც დავითაშვილმა გოლად აქცია. 64-ე წუთზე კი
კვარაცხელიამ დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში 6:0 გახადა. საბოლოო ანგარიში მაკედონიელთა შემტევმა ტრიპეჩსკიმ დააფიქსირა და მატჩი 6:1 დასრულდა.

საპირისპირო მატჩში კი მასპინძელი პოლონეთი ირლანდიასთან 0:1 დამარცხდა. საქართველოსა და პოლონეთს ჯგუფში 4-4 ქულა დაუგროვდა, მაგრამ გატანილი გოლების შეფარდებით საქართველოს 8:5-ზე აქვს, ხოლო პოლონეთს 5:3-ზე. ამ მოცემულობით კი მეორე ადგილზე გავედით.

მეორე ადგილოსნებს შორის ევროპის ჩემპიონატზე 7 საუკეთესო გუნდი გადის, ამ მხვრივაც ბელგიისა და გერმანიის ნაკრებზე უკეთესი ბურთების შეფარდება გვაქვს, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო 7 მეორეადგილოსანი ჯგუფში პირველ და მესამე გუნდებთან დაფიქისრებული შედეგიდან გამომდიანრე ვლინდება. შესაბამისად, საუკეთესო 7 მეორეადგილოსანი მაქსიმუმ ხვალ, 28 მარტს გაირკვევა, როცა სხვა ჯგუფის მატჩებიც გაიმართება.

მაკედონიასთან ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: ხარშილაძე, გელაშვილი, მექვაბიშვილი, კალანდაძე, ჯანგველაძე, მესიაჩენკო (ჩოთალიშვილი 53'), ტალახაძე, შვარცი, გულიაშვილი (ჩიხლაძე 73'), დავითაშვილი, კვარაცხელია
მკითხველის კომენტარები / 13 /
ის ხალხი სადაა სუ რო ილანძღება
უსახელო პოეტი
20:00 27-03-2018
3
ბრავო ბიჭებს ვულოცავ წარმატებები ინგლისშიც ზოგჯერ ზღაპრებიც ხდება დღეს აშკარად ზღაპარი დაწერეს ჯერ გუნდმა მარა უნდა აღინიშნოს ზურიკომ ცალკე ზღაპარი დაწერა. წარმატებები ბიჭებს ისეთ მდგომარეობიდან გავიდნენ მგონი რთულად გასაჩერებლები იქნებიან ყველასთვის
უსახელო პოეტი
19:58 27-03-2018
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული