ქართველი 18-წლამდელები ჯერ თურქეთს ესტუმრებიან და ქალაქ ერზურუმში 29 მაისს მასპინძელთა ნაკრებს შეხვდებიან, 1-ელ ივნისს კი მაკედონიას გაეჯიბრებიან.
ამის შემდეგ ნაკრები სოფიაში გადაინაცვლებს და 5-7 ივნისს მასპინძელ ბულგარეთთან ჩაატარებს ორ ამხანაგურ მატჩს.
მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია იმ 20 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც ზემოაღნიშნულ შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას:
მეკარეები: დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ), გიორგი მამარდაშვილი (დინამო თბ);
მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), ნიკოლოზ გაბელაია (დინამო თბ),
ნახევარმცველები: ბექა დარცმელია (დინამო თბ), ცოტნე ფაცაცია (მერანი), გიორგი ივანიაძე (შუქურა), ლუკა ჯანაშია (ლოკომოტივი), ზვიად გოგია (შევარდენი), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), თამაზ ბაბუნაძე (დინამო თბ);
თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (რუსთავი), რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), ლევან გრძელიძე (ლოკომოტივი), თემურ გაბუნია (დინამო თბ).
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით