U21. საქართველო - უელსი: რას გვიპირისპირებს მეტოქე? - ბიჭები პრემიერლიგის ლოგოთი

AutoSharing Option
დღეს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები უელსელ თანატოლებს 20:00 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე უმასპინძლებს.

ამავე ნაკრებს ექვს ივნისსაც დავუპირისპირდებით და ნამდვილად სასიხარულოა, რომ კარგი სპარინგ-პარტნიორი გვყავს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა საკმაოდ დამაკმაყოფილებელია, გია ცეცაძემ მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობა გამოიძახა, რისი საშუალებაც ეძლეოდა. ბევრი ფეხბურთელი რომელიც ამ გუნდში უნდა იყოს, ვაისის მეთვალყურეობის ქვეშ ეროვნულ ნაკრებში ისინჯება.

თუმცა არ არიან საკმაოდ პერსპექტიული ფეხბურთელებიც, გუნდს დააკლდება ჯიმი ტაბიძე და გიორგი ზარანდია, რომლებსაც ტრავმა ჰქონდათ და რეაბილიტაციას გადიან.

მოულოდნელია გიორგი არაბიძის არ ყოფნა, რომელმაც "შახტარის" 21-წლამდელთა გუნდში, ბოლო
შეხვედრებში საკმაოდ კარგად გაისარჯა. ფინალურ შეხვედრაში კიევის "დინამოსთან" კი გოლი და საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი გუნდი კი ასაკობრივი ჩემპიონატის ჩემპიონი გახდა.

altწიტაიშვილი გააძევეს, არაბიძემ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა და "შახტარი" ჩემპიონი გახდა [VIDEO]



ამ გუნდში ახალწვეულებიც მრავლად არიან, სასიხარულოა რომ ამ ფორმაციის ნაკრებში გამოჩნდნენ: 
ეროვნულ ლიგაში გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელები ირაკლი ბუღრიძე და თორნიკე ძებნიაური. 

მეტოქე

უელსის ნაკრებს საკმაოდ პერსპექტიული ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც მომავალში წამყვან კლუბებში გააგორებენ ბურთს. მათი თაობები საკმაოდ ძლიერი ბრიტანული კლუბების ახალგაზრდულ გუნდებში ემზადებიან.

ამ ფორმაციის ნაკრების ლიდერი "შეფილდ იუნაიტესის" ფეხბურთელი 20 წლის დევიდ ბრუქსია, რომელიც უკვე იყო საქართველოში მთავარ ნაკრებთან ერთად, როდესაც 0:1 დავმარცხდით. მას იმ შეხვედრაში სათამაშო დრო არ მისცემია. თუმცა ის და სხვა ლიდერები: "ლიდსის" ფეხბურთელი ტაილერ რობერტსი და "ლივერპულის" ახალგაზრდული გუნდის მოთამაშე ჰარი უილსონი, ამ ამხანაგურ შეხვედრებში არ იქნებიან.

ჩამომსვლელთანგან გამორჩეული "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდული გუნდის 19 წლის მცველი რეგან პულია, "არსენალის" ახალგაზრდული გუნდის 18 წლის შემტევი რობი ბარტონი და "მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდული გუნდის შემტევი 18 წლის რაბბი მატონდო. ზოგადად მათი შემადგენლობა ძირითადად პრემიერლიგის კლუბების ახალგაზრდულ გუნდებშია გადანაწილებული.

უელსის შემადგენლობა: ლუკ პილინგი "ტრანმერ როვერსი", ოვან ევანსი "უიგანი", კამერუნ კოქსი "კარდიფ სიტი", ნორინგტონ დავისი "შეფილდ იუნაიტედი", რეგან პული "მანჩესტერ იუნაიტედი", ნათან ბროდჰედი "ევერტონი", რობი ბარტონი "არსენალი", სიან ჰარისი "სუონსი", რაბბი მატონდო "მანჩესტერ სიტი", იოსეფ მორელი "ბრისტოლ სითი", ჯეკ ევანსი "სუონსი, მარკ ჰარისი "კარდიფ სიტი", ლიამ კულენი "სუონსი", ჯოე როდონი "სუონსი, აარონ ლევისი "სუონსი", ალექს ბაბოს "დერბი ქანთრი", დანიელ ჯეიმსი "სუონსი", ისააკ დევისი "ჩელსი".

რას ველით?

ველით ლაღ ფეხბურთს, ორივე გუნდი საინტერესო და შემოქმედებითი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ისინი თუ პრემიერლიგის საუკეთესო აკადემიებში აღზრდილები არიან, ჩვენი ახალგაზრდები ბუნებრივი ნიჭით ცდილობენ გზის გაკვალვას.

შეიძლება ცოტა პოპულისტურადაც გამომივიდეს, მაგრამ იგივე პირობებში რომ ჩვენი ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი მაინც ემზადებოდეს, დღეს სხვა საფეხბურთო დონეზე ვიქნებოდით.

რაც მთავარია

არ დაიზაროთ მოდით მიხეილ მესხზე, ერთად შევუწყოთ ქართული ფეხბურთის განვითარებას ხელი და ერთად ვუქომაგოთ საქართველოს ნაკრებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), გიორგი ჩოჩიშვილი (ზლატე მორავცე, სლოვაკეთი), ოთო გოშაძე (დინამო თბ);

მცველები: გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანდრო გიორგაძე (ვორსკლა, უკრაინა), დავით კობოური (დინამო თბ), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელორუსი), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), ვაჟა ფაცაცია (მერანი);

ნახევარმცველები: აკაკი შულაია (დინამო თბ), დავით ცეცხლაძე (სებაილი, აზერბაიჯანი), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა);

თავდამსხმელები: გურამ გოშთელიანი (საბურთალო), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ბექა მიქელთაძე (რუსთავი), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), დავით მუჯირი (ანტალიასფორი, თურქეთი).
მკითხველის კომენტარები / 4 /
live ar aris? ikneb dadot
qomagi
03 ივნისი 2018 20:04
0
კაი ბულკია გამზადებული უელსელებისთვის საბლატაოდ.
Givi
03 ივნისი 2018 17:28
0
სიაში თავდასხმელები არ არიან გამოყოფილი! მიქელთაძე და არველაძე უფრო თავდასხმაში არიან ვიდრე ნახევარდაცვაში მემგონი!
ვალიკო
03 ივნისი 2018 15:43
1
არაბიძეს არ იძახებთ და მუჯირის ბაღანას კი? ვაი თქვენს პატრონს
ფედერაცის
03 ივნისი 2018 15:18
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული