საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მასპინძელ უკრაინასთან 1:3 დამარცხდა. ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გოლი გიორგი აბუაშვილმა გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ წინა ორ ტურში ქართველებმა 2:1 დაამარცხეს ლიეტუვა და 0:0 ითამაშეს სლოვაკეთთან.
უკრაინასთან ზვიად ჯელაძემ ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ხარშილაძე, კვარაცხელია, ჭინჭარაული, ხვადაგიანი, მირზიკაშვილი, ოგბაიძე, ბენდიანიშვილი, აბუაშვილი, მორჩილაძე, კონიაშვილი, ტორონჯაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ჯინჯოლავა, ოსიყმაშვილი, დევდარიანი, კაპანაძე, ხურცილავა.
ტურნირის ბოლო მატჩს ჩვენი გუნდი დღეს ლატვიასთან ჩაატარებს.
მომზაებულია Gff.ge-ის მიხედვით
U17. ბანიკოვის ტურნირი: საქართველომ სლოვაკეთთან ფრედ ითამაშა