U17. ბანიკოვის ტურნირი: საქართველომ სლოვაკეთთან ფრედ ითამაშა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა კიევში მიმდინარე ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირზე მეორე მატჩი ჩაატარა - 0:0 სლოვაკეთთან.

როგორც სფფ-ის ოფიციალური საიტი იუწყება, ზვიად ჯელაძის გუნდს რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში ჩვენმა ნაკრებმა 2:1 დაამარცხა ლიეტუვა და 4 ქულა აქვს.

მთავარმა მწვრთნელმა სლოვაკეთთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ხარშილაძე, კვარაცხელია, ჭინჭარაული, ხვადაგიანი, მირზიკაშვილი, ოსიყმაშვილი, ბენდიანიშვილი, აბუაშვილი, მორჩილაძე, ხურცილავა, ოგბაიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: კაპანაძე, ჯინჯოლავა, ტორონჯაძე.

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 18 აგვისტოს, მასპინძელ უკრაინასთან ჩაატარებს.

მომზადებულია Gff.ge-ს
მიხედვით

altU17. ბანიკოვის ტურნირი: საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული