U17. საქართველოს ნაკრები რუსეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

AutoSharing Option
27 ოქტომბერს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე შეხვედრაში რუსეთს შეხვდა და სამწუხაროდ დიდი ანგარიშით 1:7 დამარცხდა.

ზვიად ჯელაძის შეგირდებმა პირველივე წუთზე გაუშვეს გოლი, შემდეგ 22-ე წუთზე იმავე დანილ შამკინმა კიდევ ერთხელ გაგვიტანა და ანგარიში რსების სასარგებლოდ 2:0 გახდა.

40-ე წუთზე კრილი შეტინინმა ანგარიში 3:0 გახადა, ხოლო 56-ე წუთზე პენალტი გაიტანა და დუბლი მიითვალა. ანგარიში გამანდგურებელი გახდა - 4:0.

65-ე წუთზე დმიტრი კრატოკოვმაც გაიტანა. ამის შემდეგ, როგორც იქნა ქართველებმაც მოახერხეს გატანა - 73-ე წუთზე გიორგი აბუაშვილმა პრესტიჟის გოლი
შეაგდო. სულ რაღაც ორ წუთში კი შეტინინმა ჰეთ თრიკი გაიფორმა, რასაც მალევე რუსების მე-7 გოლიც მოჰყვა.

ძალიან არადამაჯერებლად მოქმედებნენ მცველები, იყო დიდი რაოდენობით ტექნიკური წუნი, შეუთანხმებელი მოქმედება არა მხოლოდ დაცვის, არამედ მთელი გუნდის. უმეტეს შემთხვევაში ქართველი ფეხბურთელები ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ცდილობდნენ ფონს გასვლას, არანაირი გუნდური მოქმედებები.

საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით დაიწყო:

Sportall.Ge

ეს საქართველოს ნაკრებისთვის ზედიზედ მეორე მარცხია შესარჩევის ჯგუფში. პირველ შეხვედრაში ზვიად ჯელაძის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფის მასპინძელ დანიასთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

ბოლო მესამე მატჩს საქართველოს ნაკრები 30 ოქტომბერს ჩვენი დროით 16:00 საათზე გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 30 /
10ფეხბურთელი როა დინამო თბილისიდან იმის ბრალია!აქ ხო ანგრევენ რაც მთავარია ქართულ სხვა კლუბებს და თან ყიჟინით იკლებენ ყველაფერს ავაზას ან 35ს თუ მოუგეს ან კიდე სხვას.ჩავლენ მერე თუნდაც ესტონეთში ან რუსეთში და ესე სამარცხვინოდ აგებენ.სულ ვამბობ აქ კონკურენციას არ არიან შეჩვეულები და როგორც კი ძალას იგრძნობენ აღარ იციან რა ქნან.ამიტომ სანამ არ მოძლიერდებიან სხვა საფეხბურთო სკოლები და სანამ ბავშვებს გადასახადს არ მოუხსნიან ,რადგან გადასახადის გამო გადადის ყველა დინამოში ძირითადად ,მანამდე არც კონკურენცია არ იქნება და არც შედეგი ევროპულ სარბიელზე!!!პ.ს თუ არ იცით თქვე დალოცვილებო გვკითხეთ და დაგეხმარებით არ გვინდა თქვენი არაფერი უბრალოდ რჩევებს მოგცემთ ,როგორ განვითარდეს ფეხბურთი საქართველოში!
ზვიად
11:09 31-10-2018
0
იმედია ჯელაძეს მოხსნიან!!!
Georgian
02:35 28-10-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული