ჩვენი გუნდი „ბ“ ჯგუფში თამაშობს, სადაც მეტოქეებად ისლანდია, ისრაელი და მოლდოვა ეყოლება.
მთავარი მწვრთნელის გიორგი მიქაძის ნაცვლად, რომელიც ამჟამად სამწვრთნელო პროლიცენზიის კურსს გადის, მინსკში წასაყვანი შემადგენლობა ზურაბ ხიზანიშვილმა შეარჩია:
მეკარეები: ავთო კაპანაძე (ჩიხურა), ლუკა ხარატიშვილი (აკადემია);
მცველები: ზურაბ ერაძე (დინამო თბ), ნიკა კოკაია (გაგრა), ზურაბ ლატარია (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბ), გიორგი გრიგალაშვილი (აკადემია), ლაშა კვარაცხელია (დინამო თბ), საბა მამაცაშვილი (საბურთალო);
ნახევარმცველები: ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია),
თავდამსხმელები: დავით ზურაბიანი (დინამო თბ), ლუკა ტორონჯაძე (გაგრა).
ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს საქართველოს ნაკრები 22 იანვარს ისრაელთან, ხოლო 24-ში მოლდოვასთან გამართავს.