შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე ნიკა კოკაიამ ულამაზესი შორეული დარტყმით გახსნა. 71-ე წუთზე კი მარჯვენა ფლანგიდან "ჯვაროსნებმა" ტექნიკური კომბინაციით თორნიკე მორჩილაძის გოლით ანგარიში 2:0 გახადეს.
ამ გამარჯვებით ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლა მოახერხა. ჯგუფის მეორე მატჩი - ისლანდია-ისრაელი 21:25 საათზე დაიწყება.
ნახევარფინალური მატჩები 26 იანვარს გაიმართება. საქართველოს ნაკრები მასპინძელ ბელარუსს შეხვდება.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა: ხარატიშვილი, ლატარია, კოკაია, ხვადაგიანი, ტალახაძე, ოსიყმაშვილი, მორჩილაძე, აზაროვი, აბუაშვილი, გაგნიძე, ზურაბიანი.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ისრაელთან დამარცხდა [VIDEO]
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის ტურნირზე ისლანდია 3:0 დაამარცხა [VIDEO]