U16. საქართველოს ნაკრები განვითარების თასზე ითამაშებს

AutoSharing Option
22-26 მარტს მაკედონიაში უეფას განვითარების თასი ჩატარდება 16-წლამდელთა ნაკრებებს შორის, რომელშიც საქართველოს ასაკობრივი გუნდიც მიიღებს მონაწილეობას.

მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩიტაურმა გუნდი თბილისში შეკრიბა და ტურნირზე წასაყვანი 20-კაციანი შემადგენლობაც შეარჩია:

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია), ნიკოლოზ შურღაია (დინამო თბ);

მცველები: ბაქარ აბჟანდაძე (სფფ აკადემია), სანდრო ტატიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ამბროსიძე (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბ), გიორგი გრიგალაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი ჩხეტიანი (დინამო თბ), ირაკლი კვაშილავა (საბურთალო);

ნახევარმცველები: გიორგი გვიშიანი (საბურთალო), გიორგი აბუაშვილი (დინამო თბ), ლუკა გაგნიძე (დინამო თბ), გიზო მამაგეიშვილი (სფფ აკადემია),
ოთარ მამაგეიშვილი (სფფ აკადემია), ლაშა ონიანი (სფფ აკადემია), თეიმურაზ ვაზაგაშვილი (უოტფორდი, ინგლისი), ზურაბ ზოსიაშვილი (სფფ აკადემია), ზაურ სიჭინავა (დინამო თბ);

თავდამსხმელები: ჯადული იობაშვილი (დინამო თბ), ვაკო ღონღაძე (საბურთალო).

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები განვითარების თასის პირველ მატჩს 22 მარტს აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართავს, 24 მარტს მასპინძელ მაკედონიას დაუპირისპირდება, ხოლო 26 მარტს - საუდის არაბეთს.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

altU21. საქართველოს ნაკრებში ორი იძულებითი ცვლილება მოხდა

altსაქართველოს 17 წლამდე ქალთა ნაკრები ელიტ-რაუნდზე გაემგზავრა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნუთუ რაიონებში ნიჭიერი 16-წლამდელი არავინაა მხოლოდ თბილისის გუნდებიდან რომ არის შედგენილი ნაკრები? მწვრთნელებს ეზარებათ რაიონებში გასვლა და ფეხბურთელების შერჩევა და რა უნდა მოკითხო. საქართველოს ნაკრები კი არა თბილისის ნაკრებია.
emigranti
01:16 21-03-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული