U19. საქართველოს ნაკრებმა სტუმრად უნგრეთს სძლია - კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა სტუმრად უნგრეთი 4:2 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი კარგად დაიწყო და მე-11 წუთზე დაწინაურდა კიდეც - კვარაცხელიამ საჯარიმოდან ბურთი მეტოქის მეკარისგან მარჯვენა ცხრიანში გაიტანა. ამის შემდეგ სტუმრებმა შემოგვიტიეს დ ტოტი-გაბორმა ანგარიში გაათანაბრა. სამწუხაროდ, 32-ე წუთზე კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ტაიმის დასასრულს მეორე ყვითელი ბარათი მიიღო მადიართა მცველმა კალმარმა და გააძევეს.

შესვენების შემდეგ კაცნაკლული მასპინძლები მცირე ხნით ინიციატივას დაეუფლნენ. ტოტი-გაბორი ჩვენმა მცველმა საჯარიმოში წააქცია, პენალტი კი სკრიბეკმა გამოიყენა. აქედან მოყოლებული, რამაზ
სვანაძის შეგირდებმა მეტოქის კარზე იერიშების მიტანა დაიწყეს და ჯერ გულიაშვილმა თავურით დალაშქრა ასვანის კარი, ცოტა ხანში მოისწრაფიშვილმა ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა, ხოლო 82-ე წუთზე მექვაბიშვილმა მეოთხედ დაამწუხრა მეტოქე.

12 ოქტომბერს ჩვენი გუნდი ყაზახეთს შეხვდება.

დიორი. "ეტო პარკი"
უნგრეთი - საქართველო 2:4
გოლები: 0:1 კვარაცხელია (11), 1:1 ტოტი-გაბორი (27), 2:1 სკრიბეკი (49, პენ), 2:2 გულიაშვილი (62), 2:3 მოისწრაფიშვილი (65), 2:4 მექვაბიშვილი (82)
გაძევება: კალმარი (42)

უნგრეთი: ასვანი, ჰუჟტი, შუკსი, ბენდერეკი, კალმარი, კოშიჩი (კომენდი 46), ჰიდი (ნიარი 82), სკრიბეკი, საბო (რადიჩი 46), ბუტკა (გიპფი 68), ტოტი-გაბორი (ბეკე 68)

საქართველო: კუტალაძე, კაპანაძე (ჭავჭანიძე 86), გელაშვილი, კალანდაძე, ჯანგიძე, აზაროვი, მექვაბიშვილი, მესიაჩენკო (იაკობიძე 60), გულიაშვილი, დავითაშვილი (ნონიკაშვილი 86), კვარაცხელია (მოისწრაფიშვილი 32)

მკითხველის კომენტარები / 12 /
დავითაშვილი საუკეთესო იყო
gigi
09 ოქტომბერი 2019 22:19
0
ჯოკერებმა გაამართლეს და ეს მოსალოდნელიც იყო (კვარაცხელია, დავითაშვილი) შეტევაში სხვა ბიჭებმაც აუბეს მხარი და კარგი გამარჯვება მოვიპოვეთ!! დაცვა და მეკარემ სუსტად ითამაშა, მომენტებში ძალიან იბნეოდნენ. კვარაცხელია გასვლამდე ჭკვიანურად თამაშობდა, გოლიც მაგარი შეასრულა. დავითაშვილი თავიდან ბევრს იღებდა თავის თავზე და ბევრი არაფერი გამოსდიოდა!! კვარაცხელიას გასვლის შემდეგ გაგვიჭირდა. მეორე ტაიმი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა დავითაშვილმა, კარგად ანაწილებდა ბურთებს და ნაკრები კარგად ათამაშა!! შეტევაში ჩვენი გუნდი მომეწონა..
zaza
09 ოქტომბერი 2019 22:08
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული