U19. საქართველოს ნაკრებმა სტუმრად უნგრეთს სძლია - კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა სტუმრად უნგრეთი 4:2 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი კარგად დაიწყო და მე-11 წუთზე დაწინაურდა კიდეც - კვარაცხელიამ საჯარიმოდან ბურთი მეტოქის მეკარისგან მარჯვენა ცხრიანში გაიტანა. ამის შემდეგ სტუმრებმა შემოგვიტიეს დ ტოტი-გაბორმა ანგარიში გაათანაბრა. სამწუხაროდ, 32-ე წუთზე კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ტაიმის დასასრულს მეორე ყვითელი ბარათი მიიღო მადიართა მცველმა კალმარმა და გააძევეს.

შესვენების შემდეგ კაცნაკლული მასპინძლები მცირე ხნით ინიციატივას დაეუფლნენ. ტოტი-გაბორი ჩვენმა მცველმა საჯარიმოში წააქცია, პენალტი კი სკრიბეკმა გამოიყენა. აქედან მოყოლებული, რამაზ
სვანაძის შეგირდებმა მეტოქის კარზე იერიშების მიტანა დაიწყეს და ჯერ გულიაშვილმა თავურით დალაშქრა ასვანის კარი, ცოტა ხანში მოისწრაფიშვილმა ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა, ხოლო 82-ე წუთზე მექვაბიშვილმა მეოთხედ დაამწუხრა მეტოქე.

12 ოქტომბერს ჩვენი გუნდი ყაზახეთს შეხვდება.

დიორი. "ეტო პარკი"
უნგრეთი - საქართველო 2:4
გოლები: 0:1 კვარაცხელია (11), 1:1 ტოტი-გაბორი (27), 2:1 სკრიბეკი (49, პენ), 2:2 გულიაშვილი (62), 2:3 მოისწრაფიშვილი (65), 2:4 მექვაბიშვილი (82)
გაძევება: კალმარი (42)

უნგრეთი: ასვანი, ჰუჟტი, შუკსი, ბენდერეკი, კალმარი, კოშიჩი (კომენდი 46), ჰიდი (ნიარი 82), სკრიბეკი, საბო (რადიჩი 46), ბუტკა (გიპფი 68), ტოტი-გაბორი (ბეკე 68)

საქართველო: კუტალაძე, კაპანაძე (ჭავჭანიძე 86), გელაშვილი, კალანდაძე, ჯანგიძე, აზაროვი, მექვაბიშვილი, მესიაჩენკო (იაკობიძე 60), გულიაშვილი, დავითაშვილი (ნონიკაშვილი 86), კვარაცხელია (მოისწრაფიშვილი 32)

მკითხველის კომენტარები / 12 /
დასანანი კი არა დამსახურებული მარცხი, არაა საქ-21 ის გუნდი შვეიცარიას რომ დაამარცხებს,არც კლასით და არც ფიზიკური შესაძლებლობებით დისციპლინაზე არაფერს ვამბობ ეს ქარტველი სპორცმენების საერთო განუკურნებელი სენია..მოიგო უფრო მაღალი კლასის მქონე გუნდმა კლასის ხარჯზე
ilia..
12 ოქტომბერი 2019 11:06
0
ყოჩაღ ბიჭებო!!! წინ 2 თამაშია. მოდუნება წამითაც არ შეიძლება...
tngh
10 ოქტომბერი 2019 11:17
0
ყოჩაღ ბიჭებო, ასე გააგრძელეთ წარმატებები, თუმცა მე რაც დავინახე, ბევრი პრობლემაა დაცვის ხაზში და საყრდენ ზონაში, ძალიან დიდი წყვეტა ჩანდა მცველებს, საყრდენ ზონასა და თავდამსხმელებს შორის. იმედია გამოსწორდება ეს ხარვეზები. უნგრეთი 10 კაცით რომ არ დარჩენილიყო, კაცმა არ იცის რა მოხდებოდა
სხვა რაკურსი
10 ოქტომბერი 2019 10:52
1
ყოჩაღ ბიჭებო,ქართული ფეხბურთის მტრების ჯინაზე გამარჯვებებს გისურვებთ.
მიდით ბიჭებო
10 ოქტომბერი 2019 07:36
0
ზერიოზულია ნეტა ხვიჩას ტრამვა?
Hhh
10 ოქტომბერი 2019 00:52
0
ხო მაგრამ მაინც ეტყობა ზურიკოს რო ეროვნულიდან ძნელია გადმორთვა მაგრამ ყოჩაღ რო არ შეიტყო დიდი დოზით
კატო
10 ოქტომბერი 2019 00:16
0
დავითაშვლმა ორი საგოლე გააკეთა აშკარად ეტყობა ხასიათი
ბადრი
10 ოქტომბერი 2019 00:03
0
გილოცავთ ყველას ამ გამარჯვებას. მაგრამ საშინლად ვითამაშეთ დაცვაში და ნახევარდაცვაში, ბურთი ფაქტობრივად არ გვეჭირია და დაცვიდან ბურთი ვერ ამოგვაქ, კვარაცხელია დაგვაკლდება აშკარად.
Semi
09 ოქტომბერი 2019 23:49
2
გილოცავთ ბიჭებო, ასე გააგრძელეთ.
Geo_Dinamo
09 ოქტომბერი 2019 22:30
0
გაიხარეთ ბიჭებო და ეხლა ყაზახეთს ვასწავლოთ ჭკუა არანაირი მოდუნება. თუმცა მეკარე შემდეგ თამაში შესაცვლელია, დაცვის ხაზი კი სუსტი იყო და უნდა ნახოს სხვები მწვრთნელმა.
გოგა
09 ოქტომბერი 2019 22:26
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული