U21. საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 ოქტომბერს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე სტუმრად შვეიცარიასთან 1:2 დამარცხდა.

გია ცეცაძის შეგირდებმა პირველი ორი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს - შინ ლიხტენშტაინთან (4:0) და გასვლაზე აზერბაიჯანთან (3:0), ამჯერად კი მეტოქედ გაცილებით ძლიერი შვეიცარია ჰყავდათ და საინტერესო გახლდათ, როგორ ითამაშებდნენ და როგორ შედეგს მიაღწევდნენ. მოკლედ, ძალიან სერიოზული გამოცდა ჰქონდათ ჩასაბარებელი.

ჩვენს გუნდს, რომელსაც ტრავმების გამო ლაკვეხელიანი და ხარაბაძე ვერ დაეხმარნენ, მე-6 წუთზე შეეძლო დაწინაურება, როდესაც სწრაფი კონტრშეტევისას არაბიძე სამ მოწინააღმდეგეს გასცდა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

ჩვენი გუნდი ხშირად პრესინგს მიმართავდა,
იერიშები კი მეტოქის კარზე ერთფეროვნად, მარჯვენა ფლანგიდან მიჰქონდა, სადაც მალი და არაბიძე აქტიურობდნენ.

სადღაც მე-15 წუთის შემდეგ მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და ზედიზედ 3 კარგი მომენტი გააცუდეს. შემდეგ გიიმონემ თავურით გოლიც გაიტანა, მაგრამ საბედნიეროდ, მსაჯმა მის მიერ ლოჩოშვილთან ბურთზე ბრძოლისას წესების დარღვევა დააფიქსირა. მერე ოკაფორმა საჯარიმოდან ორჯერ ოდნავ ააცილა მიზანს და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

აშკარად გამოჩნდა, რომ ბურთის დაჭერა ჩვენს ნახევარდაცვას უჭირდა, დაცვის მარცხენა ფრთა ვერ უმკლავდებოდა ოკაფორს და ცეცაძეს აუცილებლად რაღაც უნდა შეეცვალა.

შესვენების შემდეგ ჩვენი დაცვის მარცხენა ფრთა ჩავარდა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ვარგასმა ანგარიში გახსნა, თუმცა მალე არაბიძემ თავისი საფირმო საჯარიმოთი საპასუხო გოლი გაიტანა.

მერე შვეიცარიას შეეძლო კვლავ დაწინაურება, მაგრამ შეცვლაზე შესულ ლოტომბას დარტყმულ ბურთს ჯერ ჩვენი გუნდის მცველი გადაეფარა, ხოლო შემდეგ მასვე გუგეშაშვილმა არ დაანება გატანა. 79-ე წუთზე არაბიძემ ვერ გამოიყენა კარგი შანსი და გოლი საკუთარ კარში მივიღეთ - ლოტომბამ ლოჩოშვილს დაასწრო და გუგეშაშვილის კარი დალაშქრა. მოწინააღმდეგის მორიგი იერიშისას უკვე ლოჩოშვილმა ბოლო მომენტში გადაარჩინა ჩვენი გუნდი და ცეცაძემ სამმაგი ცვლილება განახორციელა - შესაძლოა, ნაგვიანები.

89-ე წუთზე მალიმ შეცვლაზე შესული სპანდერაშვილი მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა, მან მიზანს ვერ უწია და წავაგეთ.

საქართველოს ნაკრებს კიდევ ორი გასვლითი შეხვედრა აქვს - 16 ოქტომბერს საფრანგეთთან და 18 ოქტომბერს სლოვაკეთან.

ვინტენტური. "შუტცენვიზე"
შვეიცარია - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 ვარგასი (57), 1:1 არაბიძე (61), 2:1 ლოტომბა (83)

შვეიცარია: რაციოპი, ზეისიგერი, სიდლერი, ვან დერ ვერფი, რუეგი (ნდოიე 83), ტომა, პუშიჩი (ბაირამი 73), დომჯიონი, გიიმონე (სტოიკოვიჩი 73), ოკაფორი (ლოტომბა 59), ვარგასი

საქართველო: გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ბერიაშვილი, მალი, კუცია, სილაგაძე (ნებიერიძე 86), ნინუა (კოხრეიძე 86), არაბიძე, არველაძე (ბუღრიძე 86), ქავთარაძე (სპანდერაშვილი 76)
მკითხველის კომენტარები / 33 /
იდივიდუალურად ტექნიკურად შეიძლება არგენტინელებივით ვთამაშბთ მოტყუებაზე და ა.შ მაგრამ შვეიცარია უფრო ძლიერი იყო ფიზიკურად უფრო მეტს მოძრაობდნენ უფრო მეტჯერ დარტყეს კარში ბევრად უფრო მეტი მომენტი შექმნეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს ჩვენ გვქონდა ერთი ორი მომენტი რომელიც ვერ გამოვიყენეთ ერთადერთხელ დავარტყით კარში ზუსტად აშკარა იყო გუნდებს შორის კლასში სხვაობა და აი არ მესმის რატომ არ გამოძახეს ასეთი მნიშვნელოვანი თამაშისთვის კვარაცხელია და დავითაშვილი 21 წლამდე ნაკრებში? ისინი რომ ყოფილიყვნენ დარწმუნებული ვარ 1-2 მომენტს შქმნიდნენ ასეთი დონის ნაკრებებთან შეიძლება ერთი ორი მომენტი მოგეცეს და იმ მომენტების გამოყენება ჩვენ ვერანაირად ვერ ვისწავლეთ და ასეთ მძმე ნაკრებებთან საჭიროა სწრაფი ფეხბურთელები. მწვრთნელის საკითხს რაც შეეხება დიდი პატივისცემის მიუხედავად ცეცაძეს არ აქვს ის სამუშაო გამოცდილება და კვალიპიკაცია რაც ამ დონის ნაკრებების წინაღმდეგ სამუშაოდ გამოადგება არ არის იმ დონის სპეციალისტი რომელსაც შეუძლია შვეიცარის დონის ნაკრებს ტაქტიკურად მოუგოს.
Giorgi
12 ოქტომბერი 2019 15:56
3
ცეცაძეს მართლა მწვრთნელი გონია თავი,ან თუ მწვრთნელია მაშინ ვის იძახებს ნაკრებში?
gigi
12 ოქტომბერი 2019 14:25
1
ძალიან კარგად ვითამაშეთ,მაგრამ მაინც წავაგეთ,არაფრით ჩვენზე უკეთესი გუნდი არ იყო მოწინააღმდეგე,რატომ წავაგეთ ვერ გამიგია, უბრალოდ გული გეტკინება ასეთ ტამაშს რომ ვერ მოიგებ,აქ თავის დასამშვიდებლად ისთუ გამოდგება ყველაფერს ხომ ვერ მოიგებო...ძალიან კარგად ვითამაშეთ მაგრამ დავმარცხდით
ნიკა
12 ოქტომბერი 2019 11:32
4
შეურაცხყოფა არავის მინდა მივაყენო, მაგრამ აქ მპოსტავთა უმრავლესობას უფრო ესმის ფეხბურთი, ვიდრე ცეცაძეს და ვაისს. ფეხბურთელთა დიდი ნაწილი სტატიკურ მდგომარეობაში არიან, არავითარი გუნდური მოძრაობა, არავითარი გახსნა, არავითარი უბურთო მანევრი. ალბათ ამ ტერმინების მნიშვნელობა ცეცაძეს არ ესმის. ან შეცვლები როდის გააკეთა? არადა, ნორმალური მწვრთნელი ამ თამაშს მოიგებდა.
თენგაბი
12 ოქტომბერი 2019 10:10
3
ცეცაძე რომ ატრიალებ იმ ტვალებს გაოგნებული ფეხბურთელები უნდა ათამაშო და გამოიძახო კიდევაც,ეს უთამაშებელი და ღიპიანი კი არ უნდა ათამაშო,არ დაგავიწყდეს ხალხის ჯიბიდან გადახდილ გადასახადებიდან იღებ იმხელა ხელფასს!ნაკრები თქვენი რომ გონიათ მწვრთნელებს
როზე
12 ოქტომბერი 2019 09:54
4
შვეიცარია ჩვენზე ძლიერი გუნდი არ არის და ეს თამაშიც ჩვენ თვითონ წავაგეთ.ჩვენი დაცვის ცენტრი უბედურების ზონა იყო,სადაც უამრავი შეცდომა დავუშვით.არ ვიცი მეჩვენება თუ ძალიან შეყოვნებული რეაქციები აქვთ ჩვენ ფეხბურთელებს.მომენტს ეთიშებიან და გამოვარდნილ ბურთზე ვერ ასწრებენ.ჩვენი შემტევებიც მაინც და მაინც არ ფიქრობდნენ კომბინირებაზე და ერთმანეთის დახმარებაზე.ამიტომ ცალკეული ფეხბურთელების სიძლიერე,გუნდის სიძლიერეში ვერ გადადის
სოსო
13 ოქტომბერი 2019 17:37
2

სიახლეები პოპულარული