17-წლამდელების ფრე პორტუგალიასთან

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროშესარჩევ ჯგუფში მეორე მატჩი ჩაატარა. გიორგი ჩიტაურის გუნდი მასპინძელ პორტუგალიას უგოლოდ დაშორდა - 0:0.

მატჩის ყველაზე სახიფათო მომენტი სტუმრებს ჰქონდათ, როცა ლუკა გაგნიძემ ძელს მოარტყა ბურთი. ამგვარად, ჩვენს ნაკრებს 1 ქულა აქვს და ბოლო ტურში 19 ნოემბერს ხვდება ალბანეთს, რომელიც 0:2 დამარცხდა უკრაინასთან.

ხარატიშვილი, ზოსიაშვილი, ავალიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, გ. მამაგეიშვილი, გვიშიანი, გაგნიძე, აბუაშვილი, ო. მამაგეიშვილი, უბილავა

შეცვლაზე შევიდნენ: დუნდუა, თურაზაშვილი, სიჭინავა
მკითხველის კომენტარები / 7 /
ალბანეთთან ფრეთიც გასულები ვართ საუკეთესო მესამე ადგილით, რადგან მესამე ადგილოსნების დათვლაში ბოლოადგილოსანთან ნაჩვენები შედეგი არ ითვლება. ალბანეთთან ნაჩვენებ ფრეს და მოგებას იგივე მნიშვნელობა აქვს.
შაკო
16:59 18-11-2019
0
თუ უკრაონა და პორტუგალია ფრეს ითამაშებენ,ორივე გავა და ჩვენ მესამე ადგილით გასვლის შანსი მოგვეცემა.თუ მოუგეს და ჩვენ ალბანეთთამ დიდი ანგარიშით გავიმარჯვებთ,მაშინ ჩვენ გავალთ.ჩვენ -2 გვაქვს ბურთები,პორტუგალიას +4.ასე რომ მეორე ადგილის შანსი მაინც მცირე მგონია,მესამე ადგილიდან კი,ალბათ გვექნება,მაგრამ დიდი ანგარიში გვინდა.
სოსო
17:08 17-11-2019
1

სიახლეები პოპულარული