U17. საქართველოს ნაკრები პოლონეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ესპანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე პირველი შეხვდრა გამართა. გიორგი ჩიტაურის გუნდი პოლონეთს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით - 0:2 დამარცხდა.

საქართველო 0:2 პოლონეთი

საქართველო: ხარატიშვილი, ავალიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, ო. მამაგეიშვილი, გვიშიანი, სიჭინავა (გაგნიძე), აბუაშვილი, უბილავა (გ. მამაგეიშვილი), ზოსიაშვილი, უგრეხელიძე (იობაშვილი)

სათადარიგო შემადგენლობა: შურღაია, აბჟანდაძე, სალუქვაძე, დუნდუა, უბილავა

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ესპანეთის საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე 18 ფეხბურთელით იმყოფება. ჩვენი გუნდი ტურნირის ფარგლებში კიდევ ორ შეხვედრას გამართავს. 8 იანვარს გიორგი ჩიტაურის გუნდი ხორვატიას დაუპირისპირდება, 10
იანვარს კი, ნორვეგიას. ორივე მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ესპანეთის საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე:

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბთ), ნიკოლოზ შურღაია (დინამო თბ)

მცველები: ზურა ზოსიაშვილი (ლოკომოტივი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბ), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბ), თორნიკე დუნდუა (დინამო თბ), გიორგი ჩხეტიანი (დინამო თბ), გიორგი უბილავა (დინამო თბ), მიხეილ ავალიანი (დინამო თბ), ბაქარ აბჟანდაძე (ლოკომოტივი)

ნახევარმცველები: გიზო მამაგეიშვილი (საბურთალო), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბ), გიორგი აბუაშვილი (დინამო თბ), ლუკა გაგნიძე (დინამო თბ), ზაურ სიჭინავა (დინამო თბ), გიორგი გვიშიანი (საბურთალო)

თავდამსხმელი: ჯადული იობაშვილი (დინამო თბ)

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამათი მწვრთნელი კიდე არ განთავისუფლეს?:)
გოგა
08 თებერვალი 2020 14:32
1
მწვრთნელი მაგარი პროფესიონალია ოღონდ ფეხბურთელები არ ყავს,საშინელება არიან,ძალიან უსუსურები,ვიღაც აბუშვილი თუ მსგავსი გვარის საერთოდ გონზე არარის,თავდასხმელი მაღალი ბურთს საერთოდ გაურბის და ამათ ხელში რა შედეგი უნდა დადოს მწვრთნელმა
გოგა-ს
08 თებერვალი 2020 15:08
0
ქ.თბილისის ნაკრებია, არაფერი გამოვა. გადახედეთ ისტორიას, დინამო თბილისის ძირითად ბირთვს სსრკ-ს დროს, ეგრეთ წოდებული "პროვინციელები"წარმოადგენდნენ, (ბათუმის,ქუთაისის,სოხუმის.სამეგრელოსა და გურიის, აგრეთვე სხვა რეგიონების წარმომადგენლები) რომლებმაც უეფას თასი ჩამოიტანეს საქართველოში. წარსულის გარეშე მომავალი არ არსებობს
vax-vax
08 თებერვალი 2020 12:01
1
საშინელი ფეხბურთელები განსაკუთრებით შემტევები,რას გავდნენ
ლადო ესპანეთი
08 თებერვალი 2020 09:54
0
დაძაბულობის რა შეატყვეთ?...))
zaza
08 თებერვალი 2020 01:13
0
ამას საქართველოს ნაკრები ჰქვია? თბილისის ნაკრები მაინც დაგერქვათ, მაგრამ ეტყობა ბათუმელი მეკარე მაგრად გჭირდებოდათ:)...ან ეს ჩიტაური მაინც გაგვაცანით, რით დაიმსახურა ნაკრების მწვრთნელობა.
emigranti
07 თებერვალი 2020 23:43
1
რომელ 8 და 10 იანვარს, 2021-ში?
Grisha
07 თებერვალი 2020 21:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული