U17. საქართველოს ნაკრებმა ხორვატიას მოუგო

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ესპანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე მეორე შეხვედრა გამართა. გიორგი ჩიტაურის გუნდი ხორვატიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობიდან დუბლით გიორგი გვიშიანი გამოირჩა, ერთი გოლი კი, გიზო მამაგეიშვილის ანგარიშზეა.

საქართველო: ხარატიშვილი, ავალიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, ო. მამაგეიშვილი, გვიშიანი, გაგნიძე, სიჭინავა (დუნდუა), აბუაშვილი (ზოსიაშვილი), გ. მამაგეიშვილი (უგრეხელიძე), სალუქვაძე

სათადარიგო შემადგენლობა: შურღაია, აბჟანდაძე, უბილავა, იობაშვილი

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ესპანეთის საერთაშორისო ოთხთა ტურნირის დასკვნით შეხვედრას 10 თებერვალს ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია GFF.GE-ს
მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ტაჯიკებთან თუ ყირგიზებთან ამ ნაკრებმა წააგო ახლახანს თუ ის სხვა გუნდი იყო? ხორვატებთენ მოგება ადვილი საქმე არ იქნებოდა გილოცავთ ბიჭებო
Grisha
11:24 09-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული