საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე მატჩი საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარა. გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ანგარიში 38-ე წუთზე გაიხსნა, ბურთი საკუთარ კარში ილია ბერიაშვილმა გაიტანა. ფრანგებმა მეორე გოლი მატჩის მიწურულს გაიტანეს, მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში 11-მეტრიანი ზუსტად ოდსონ ედუარდმა შეასრულა.
საქართველოსა და საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებთა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ და ნახევარმცველმა გიორგი კუციამ გააკეთეს:
ვმაისურაძე: "უმაღლესი დონის მოწინააღმდეგეს დავუპირისპირდით, რთული მატჩი გამოდგა,
თუმცა ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ. ლიხტენშტაინში სხვა თამაშს ველოდებით, მოედანზე სხვა განწყობით გავალთ. შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები სასტარტო შემადგენლობაშიც მოხდეს. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და სამი ქულა ავიღოთ".
კუცია: "ვფიქრობ, რომ ეროვნულ ნაკრებში კარგი გამოცდილება მივიღე და ეს დღევანდელ მატჩშიც გამომადგა. რაც შეეხება საფრანგეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრას, პირველ ტაიმში ცოტათი გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ შევძელით თამაშის გამოსწორება და საფრანგეთის დონის ნაკრებს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიეთ. ნამდვილად დასანანი მარცხი იყო, ბიჭებმა ბოლომდე ვიბრძოლეთ, რომ სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია".
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
სწორი პოზიციური თამაში სტანდარტების დროს ესეც ჩვენი პრობლემაა ზედმეტი ბურთის თრევა.
ამ თამაშზე ორივე გოლი გავიდა ჩვენი უაზრო შეცდომით საფრანგეთის 21 წლამდე ნაკრების ფეხბურთელები ისეთ კლუბებში და ჩემპიონატებში თამაშობენ, რომ ბევრ პირველ ნაკრებს შეშურდებ,ა თუმცა წაგებაც არის და წაგებაც შეენი ბავშური შეცდომებით, რომ აგებ და უშვებ გოლებს ყველაზე ცუდი ეს არის.
90 წუთი ერთი მომენტი ვერ შევქმენით რაც არ უნდა იყოს ერთი მომენტი ვერ შევქმენით და ღირსეულად ვითამაშეთო არ მესმის ეს რას ნიშნავს? წავაგეთ უშანსოდ და წაგება არის წაგება 0-2 იქნება თუ 0-5 აი ასეთი საუბარი ღუპავს ქართულ ფეხბურთს.
შეიძლება ვინატროთ კიდეც მეტი ასეთი მარცხი, მეტად ხშირი დაკარგული ქულები და გაშვებული გოლები!
წინ ბატონო ვასილ, მხოლოდ წინ და წინ, მომავალი დიდებული მარცხებისკენ!
კობიაშვილი მუჯირი პირველრიგში