ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე მატჩი საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარა. გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ანგარიში 38-ე წუთზე გაიხსნა, ბურთი საკუთარ კარში ილია ბერიაშვილმა გაიტანა. ფრანგებმა მეორე გოლი მატჩის მიწურულს გაიტანეს, მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში 11-მეტრიანი ზუსტად ოდსონ ედუარდმა შეასრულა.

საქართველოსა და საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებთა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ და ნახევარმცველმა გიორგი კუციამ გააკეთეს:

ვმაისურაძე: "უმაღლესი დონის მოწინააღმდეგეს დავუპირისპირდით, რთული მატჩი გამოდგა,
თუმცა ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ. ლიხტენშტაინში სხვა თამაშს ველოდებით, მოედანზე სხვა განწყობით გავალთ. შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები სასტარტო შემადგენლობაშიც მოხდეს. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და სამი ქულა ავიღოთ".

კუცია: "ვფიქრობ, რომ ეროვნულ ნაკრებში კარგი გამოცდილება მივიღე და ეს დღევანდელ მატჩშიც გამომადგა. რაც შეეხება საფრანგეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრას, პირველ ტაიმში ცოტათი გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ შევძელით თამაშის გამოსწორება და საფრანგეთის დონის ნაკრებს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიეთ. ნამდვილად დასანანი მარცხი იყო, ბიჭებმა ბოლომდე ვიბრძოლეთ, რომ სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 25 /
ძაან
ბუმბასტიკ
05 სექტემბერი 2020 03:56
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული