ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე მატჩი საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარა. გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ანგარიში 38-ე წუთზე გაიხსნა, ბურთი საკუთარ კარში ილია ბერიაშვილმა გაიტანა. ფრანგებმა მეორე გოლი მატჩის მიწურულს გაიტანეს, მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში 11-მეტრიანი ზუსტად ოდსონ ედუარდმა შეასრულა.

საქართველოსა და საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებთა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ და ნახევარმცველმა გიორგი კუციამ გააკეთეს:

ვმაისურაძე: "უმაღლესი დონის მოწინააღმდეგეს დავუპირისპირდით, რთული მატჩი გამოდგა,
თუმცა ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ. ლიხტენშტაინში სხვა თამაშს ველოდებით, მოედანზე სხვა განწყობით გავალთ. შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები სასტარტო შემადგენლობაშიც მოხდეს. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და სამი ქულა ავიღოთ".

კუცია: "ვფიქრობ, რომ ეროვნულ ნაკრებში კარგი გამოცდილება მივიღე და ეს დღევანდელ მატჩშიც გამომადგა. რაც შეეხება საფრანგეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრას, პირველ ტაიმში ცოტათი გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ შევძელით თამაშის გამოსწორება და საფრანგეთის დონის ნაკრებს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიეთ. ნამდვილად დასანანი მარცხი იყო, ბიჭებმა ბოლომდე ვიბრძოლეთ, რომ სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 25 /
ფაქტია, საფრანგეთი სხვა დონეა ბევრი მიზეზის გამო... იმედია ძალიან ცინიკური არ ვიქნები ამ ხუმრობით: "თამაშის მერე ჩვენი ფეხბურთელები საფრანგეთის მეკარის ამოცნობაზე რომ წაეყვანათ, ვერცერთი ვერ ამოიცნობდა (ახლოდან არავის უნახავს)" :)
ფეოლა
05 სექტემბერი 2020 12:24
0
ძაან
ბუმბასტიკ
05 სექტემბერი 2020 03:56
1
ბიჭებმა იბრძოლეს რაც შეეძლოთ გააკეთეს, ქართვლებს ტალანტი, ნიჭი, ტექნიკა ნამდვილად აქვთ,მაგრამ სამწუხაროა, რომ ამდენი წლები ვერანაირად ვერ ხერხდება,რომ 90 წუთი ჩვენი ბიჭები იყვნენ ფიზიკურად მზად.
სწორი პოზიციური თამაში სტანდარტების დროს ესეც ჩვენი პრობლემაა ზედმეტი ბურთის თრევა.
ამ თამაშზე ორივე გოლი გავიდა ჩვენი უაზრო შეცდომით საფრანგეთის 21 წლამდე ნაკრების ფეხბურთელები ისეთ კლუბებში და ჩემპიონატებში თამაშობენ, რომ ბევრ პირველ ნაკრებს შეშურდებ,ა თუმცა წაგებაც არის და წაგებაც შეენი ბავშური შეცდომებით, რომ აგებ და უშვებ გოლებს ყველაზე ცუდი ეს არის.
90 წუთი ერთი მომენტი ვერ შევქმენით რაც არ უნდა იყოს ერთი მომენტი ვერ შევქმენით და ღირსეულად ვითამაშეთო არ მესმის ეს რას ნიშნავს? წავაგეთ უშანსოდ და წაგება არის წაგება 0-2 იქნება თუ 0-5 აი ასეთი საუბარი ღუპავს ქართულ ფეხბურთს.
ზაზა
05 სექტემბერი 2020 11:21
0
ჩაკვეტაძე,დავითაშვილი,კვარაცხელია.ეს სამივე,ამ ნაკრებში უნდა იყოს ასაკით და ისე მოამზადეს,რომ უკვე დიდი ნაკრების ლიდერებად მოიაზრებიან.სხვა რა მოეთხოვება 21 წლამდე ნაკრებს?თანაც საფრანგეთი უფროსებში მსოფლიოს ჩემპიონია,მის შემადგენლობას,საფრანგეთის გარდა,ნახევარი აფრიკაც ავსებს და მომზადების პირობები და ფინანსები ხომ შეუდარებლად დიდი აქვთ,ამ სამ ბიჭს რომ ეთამაშა,ძალიან მეეჭვება,რომ ფრანგებს მოეგოთ,არათუ კარში დარტყმა.საფრანგეთშიც ხომ მსაჯმა მოგვიგო.ასე რომ,მგონი არ გვინდა ამდენი საყვედური.21 წლამდელთა ნაკრები,თავის მთავარ დანიშნულებას,საკმაოდ კარგად ასრულებს
სოსო
06 სექტემბერი 2020 15:07
0
გეთანხმებით ბატონო ვასილ! ჩვენი მარცხი იყო ძალიან ღირსეულიარა, მასზე მეტია, ., ფრიად საამაყო და ერთობ აღმატებული. მარცხი, რომელიც არის გამარჯვების ტოლფსი, მასზე მეტი, უფრო ღირებული და უდავოდ დასაფასებელი,

შეიძლება ვინატროთ კიდეც მეტი ასეთი მარცხი, მეტად ხშირი დაკარგული ქულები და გაშვებული გოლები!

წინ ბატონო ვასილ, მხოლოდ წინ და წინ, მომავალი დიდებული მარცხებისკენ!
დათო
05 სექტემბერი 2020 09:14
2
კაი რააა, 30 წელია ღირსეულად ვაგებთ, ამოვიდა ყელში!!! როცა დაჭირდებათ გოლს გვარჭობენ, რა ღირსეულად!! //// ((( ავიდააა, ავიდააა!! მანდვე , მანდვეე!!! მამაომ დაგვლოცა!! ჯიგარი დავდეთ)))/ ფეხბურთს როდის ვითამაშებთ ეგ გვითხარით!!! // ქართველი კაცის ფანტაზიას ვხვდები რომ საზღვარი არ აქ, წაგებასაც კი გამოვუნახეთ გამოსავალი,,, წავაგეთ მაგრამ , ღირსეულად წავაგეთ,,, მეორე ვარიანტი გვაქ , ყველაფერს ჩემ თავზე ვიღებ, და შემდეგ გადადგომა! ასე გავიდა 30 წელი../. // (( დღეს ნაკრების იმედი მაქ და იქნებ დღეს მაინც მოვიგოთ ღირსეულად , 4-0 ან 5-0, აი ეს უქნება ღირსეული!!!
Vasili
05 სექტემბერი 2020 16:05
3
კი ეგრეა 30 წელი საკითარ თავს ვაბოლებთ და თავის სახელს არ ვარქმევთ მოვლენებს! ეგ ის ვარიანტია 2008 წლის ომში რუსებზე გამარჯვება რო აზეიმეს ხალხს და ზოგი იმას ყვიროდა აი სოჭსაც ვიბრუნებთ და ტუაპსემდე გავდივართო
Pablo
05 სექტემბერი 2020 18:30
1
ვასილი,მესმის რისი თქმაც გინდა,მაგრამ ამ ბიჭებმა დააკლეს რამე?ეს ხომ საქართველოს ჩემპიონატის ნაკრები იყო,ეროვნულიც კი არა.ფრანგები კი სად თამაშობენ და თანაც,ბევრი უკვე ძირითადში.ფაქტია რომ თამაშიდან გოლი ვერ გაგვიტანეს და ორივე გოლი,ტაიმების ბოლოს ჩვენ თვითონ შევქმენით.ბიჭები თავს გადაახტნენ და ბოლო კალორიამდე დაიხარჯნენ.ამათ საყვედური,რა ნამუსით უნდა ვუთხრა?რაგბისტებისა არ იყოს,ნეტავი ხშირად გვქონდეს ასეთ მეტოქეებთან თამაში რომ ჩვენც გვქონდეს პროგრესი.სწორედ ასეთ თამაშებში იზრდებიან გუნდები და ფეხბურთელები.იმედი მაქვს უცხოელი აგენტები შეამჩნევდნენ და წაიყვანენ უცხოეთში რამდენიმე ჩვენ ბიჭს.საფრანგეთში და ახლა აქ,ჩვენმა თამაშმა საფუძველი მოგვცა ვიფიქროთ,რომ ამ თაობაში მრავლად არიან ნიჭიერი ბიჭები,რომლებიც,სწორი მომზადების პირობებში,შეძლებენ სერიოზულ ძალად გადაქცევას.ასაკობრრივი ნაკრების დანიშნულებაც ხომ პირველ რიგში ეს არის.
სოსო
05 სექტემბერი 2020 17:14
10
ყველა გამოხმაურება
სირცხვილია მოაშორეთ კალაძე და მისი დამქაშები
კობიაშვილი მუჯირი პირველრიგში
გულშემატკივარია
05 სექტემბერი 2020 12:19
6
კაი თუ ძმა ხარ რა ღირსეულად!? გუნდმა კომბინაცია რა არი არ იცის,არანაირი დისციპლინა, ყველა თავისთვის დარბის,არც შეტევითი კომბინაცია, არც მოძრაობა უბურთოდ,ყველა ქართული გუნდი ერთნაირად თამაშობს!სამწუხაროდ ჩვენი მწვრთნელები ვერანაირ თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ! ძალიან სამწუხაროა და თან საშველიც არ ჩანს მხოლოდ იმიტომ რო ამ ვითომ თამაშს ღირსეულად რაცხავენ...სინამდვილეში კი თამაში კი არა უბრალოდ საზიზღრობაა ქართული გუნდების თამაში!!!
გულშემატკივარი
05 სექტემბერი 2020 09:29
0
პირადა მე აუგს ვერ ვიტყვი ვერც ფეხბურთელებზე ვერც მწვრთნელებზე. ჩვენზე ძლირები იყვნენ და მოგვიგეს მაგრამ თამაშიდან ბურთი ვერ გაგვიტასნეს. რაც ჩანდა საბრძოლო განწყობა და ორგანიზებულობა. წარმატებებს ვუსურვებ ამ გუნდს და მწვრთნელებს.
გიორგი
05 სექტემბერი 2020 12:52
10
გირსეული ცაგებებს მიგვაჰვიეტ ვასიკო
bajo
05 სექტემბერი 2020 12:07
0
რა ღირსეულად. რომელ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებით გახვედი
გოგა
05 სექტემბერი 2020 09:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული