ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე მატჩი საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარა. გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ანგარიში 38-ე წუთზე გაიხსნა, ბურთი საკუთარ კარში ილია ბერიაშვილმა გაიტანა. ფრანგებმა მეორე გოლი მატჩის მიწურულს გაიტანეს, მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში 11-მეტრიანი ზუსტად ოდსონ ედუარდმა შეასრულა.

საქართველოსა და საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებთა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ და ნახევარმცველმა გიორგი კუციამ გააკეთეს:

ვმაისურაძე: "უმაღლესი დონის მოწინააღმდეგეს დავუპირისპირდით, რთული მატჩი გამოდგა,
თუმცა ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ. ლიხტენშტაინში სხვა თამაშს ველოდებით, მოედანზე სხვა განწყობით გავალთ. შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები სასტარტო შემადგენლობაშიც მოხდეს. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და სამი ქულა ავიღოთ".

კუცია: "ვფიქრობ, რომ ეროვნულ ნაკრებში კარგი გამოცდილება მივიღე და ეს დღევანდელ მატჩშიც გამომადგა. რაც შეეხება საფრანგეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრას, პირველ ტაიმში ცოტათი გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ შევძელით თამაშის გამოსწორება და საფრანგეთის დონის ნაკრებს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიეთ. ნამდვილად დასანანი მარცხი იყო, ბიჭებმა ბოლომდე ვიბრძოლეთ, რომ სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 25 /
საფრანგეთის ნაკრები არ იყო ცაციძის ხელმძღგვანელობით და არაბიძის კაპიტნობით რომ გამოვისვით საფრანგეთში, თამაშის დონეს ვგულისხმობ... ის ნაკრები დედას უტირებდა ფრანგებს აქაც...მაგრამ რა, იდიოტებმა მწვრთნელი მოხსნეს და მაისურაძე დანიშნეს და ხელშიც დიდი, ძალიან დიდი დაიჭირეს, ჰოოო კობიაშვილო?!ჰოოო ფედერაციაში დაბუდებულო წრუწუნებო,,,,თავი ვირთხებად რომ მოგაქვთ....
korona
10 სექტემბერი 2020 19:43
0
რომ გამოდიხართ და ტირიხართ, ან სისულელეებს იძახით, ღირსეულად ითამაშესო....რა ითამაშეს, ვინ ითამაშა, სირების პარადი იყო...დაწყებული მწვრთნელებიდან დამთავრებული ფეხბურთელებით ანტიფეხბურთს თამაშობდნენ... 11 იდიოტი მართალია მეტოქეს ვერ უტევდნენ, სამაგიეროდ სახიფათო მომენტებს ქმნიდნენ საკუთარ კარებთან... და, ჰოი საოცრებავ, მაისურაძე და ხიზანიშვილი სიამოვნებით და როგორც აღმოჩნდა თურემე სიამაყით უყურბდნენ ყოველივე ამას...იდიოტებმა საქართველოში ფეხბურთი მოკლეს...ამიტომ ამოშალეთ ლექსიკონებიდან ცნება ქართული ფეხბურთი...
qristesa
06 სექტემბერი 2020 21:27
1
ჩემი აზრი...მოყვარეს პირში უძრახეო... ჰოდა, მომისმინეთ ბატონო ვასილ: - თქვენ იდიოტი ხართ, სერ!....ხოლო, თქვენი და ნოდარ ხიზანიშვილის ნაკრებში მომყვანნი მაღალრადიკალური იდიოტები გახლავან....ისეთები როგორც კობიაშვილი,ყაველაშვილი,კალაძე და ძმანნი მათნი....ამ პირდაპირი და ირიბი გაგებით უკანასკნელებს ჰგონიათ ადანმიანის ენაზე რომ ლაპარაკობენ ამისათვის მეფობას იმსახურებენ, არა პაიაცებო, მეფეები ვერ იქნებით, თქვენზე კარგად კიკაც საუბრობდა...დამერწმუნეთ, თქვენ ადგილზე კიკას გაცილებით დიდი წარმატება ექნებოდა... სასაცილოები ხართ... სასაცილოა ქართული ფეხბურთი, ამიტომაც თქვეს ესტონელებმა, ქართველები კლასის ხარჯზე რომ მოგიგებენ თავი უნდა ჩამოიხრჩოო ... ფერშტეინ?!
korona
06 სექტემბერი 2020 21:07
1
ახალგაზრდული უკეთეს მწვრთნელს იმსახურებს (უკვე 30 წელია)
შოკირებული გულშემატკივარი
05 სექტემბერი 2020 21:13
2
მაისურაძე ზუსტად იმ კატეგორიას ეკუთვნის რომელიც მუდამ ძიებაშია, ესწრება ყველა ლიგის თამაშებს, ნაკლებად აინტერესებს ვინ, ვისი ვინაა და დამსახურების მიხედვით ქმნის გუნდის ჩოჩხს, აქ იყო კომენტარები ქვედა ლიგიდან ყავს ფეხბურთელებიო, ეს მატრაკვეცობა და ამბიცია ვერაა კაი საქმე, შრომით და თავდმდაბლობა წარმატების საფუძველია.
ზეზვა
05 სექტემბერი 2020 19:58
4
ის ქვედა ლიგის მცველი არ მდგარიყო, ნახავდით ანგარიშს.
რეზო
05 სექტემბერი 2020 19:03
3
გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა... წაგება ცუდია!!!
tngh
05 სექტემბერი 2020 16:23
9
კაი რააა, 30 წელია ღირსეულად ვაგებთ, ამოვიდა ყელში!!! როცა დაჭირდებათ გოლს გვარჭობენ, რა ღირსეულად!! //// ((( ავიდააა, ავიდააა!! მანდვე , მანდვეე!!! მამაომ დაგვლოცა!! ჯიგარი დავდეთ)))/ ფეხბურთს როდის ვითამაშებთ ეგ გვითხარით!!! // ქართველი კაცის ფანტაზიას ვხვდები რომ საზღვარი არ აქ, წაგებასაც კი გამოვუნახეთ გამოსავალი,,, წავაგეთ მაგრამ , ღირსეულად წავაგეთ,,, მეორე ვარიანტი გვაქ , ყველაფერს ჩემ თავზე ვიღებ, და შემდეგ გადადგომა! ასე გავიდა 30 წელი../. // (( დღეს ნაკრების იმედი მაქ და იქნებ დღეს მაინც მოვიგოთ ღირსეულად , 4-0 ან 5-0, აი ეს უქნება ღირსეული!!!
Vasili
05 სექტემბერი 2020 16:05
3
კი ეგრეა 30 წელი საკითარ თავს ვაბოლებთ და თავის სახელს არ ვარქმევთ მოვლენებს! ეგ ის ვარიანტია 2008 წლის ომში რუსებზე გამარჯვება რო აზეიმეს ხალხს და ზოგი იმას ყვიროდა აი სოჭსაც ვიბრუნებთ და ტუაპსემდე გავდივართო
Pablo
05 სექტემბერი 2020 18:30
1
ვასილი,მესმის რისი თქმაც გინდა,მაგრამ ამ ბიჭებმა დააკლეს რამე?ეს ხომ საქართველოს ჩემპიონატის ნაკრები იყო,ეროვნულიც კი არა.ფრანგები კი სად თამაშობენ და თანაც,ბევრი უკვე ძირითადში.ფაქტია რომ თამაშიდან გოლი ვერ გაგვიტანეს და ორივე გოლი,ტაიმების ბოლოს ჩვენ თვითონ შევქმენით.ბიჭები თავს გადაახტნენ და ბოლო კალორიამდე დაიხარჯნენ.ამათ საყვედური,რა ნამუსით უნდა ვუთხრა?რაგბისტებისა არ იყოს,ნეტავი ხშირად გვქონდეს ასეთ მეტოქეებთან თამაში რომ ჩვენც გვქონდეს პროგრესი.სწორედ ასეთ თამაშებში იზრდებიან გუნდები და ფეხბურთელები.იმედი მაქვს უცხოელი აგენტები შეამჩნევდნენ და წაიყვანენ უცხოეთში რამდენიმე ჩვენ ბიჭს.საფრანგეთში და ახლა აქ,ჩვენმა თამაშმა საფუძველი მოგვცა ვიფიქროთ,რომ ამ თაობაში მრავლად არიან ნიჭიერი ბიჭები,რომლებიც,სწორი მომზადების პირობებში,შეძლებენ სერიოზულ ძალად გადაქცევას.ასაკობრრივი ნაკრების დანიშნულებაც ხომ პირველ რიგში ეს არის.
სოსო
05 სექტემბერი 2020 17:14
10
ყველა გამოხმაურება
პირადა მე აუგს ვერ ვიტყვი ვერც ფეხბურთელებზე ვერც მწვრთნელებზე. ჩვენზე ძლირები იყვნენ და მოგვიგეს მაგრამ თამაშიდან ბურთი ვერ გაგვიტასნეს. რაც ჩანდა საბრძოლო განწყობა და ორგანიზებულობა. წარმატებებს ვუსურვებ ამ გუნდს და მწვრთნელებს.
გიორგი
05 სექტემბერი 2020 12:52
10
ფაქტია, საფრანგეთი სხვა დონეა ბევრი მიზეზის გამო... იმედია ძალიან ცინიკური არ ვიქნები ამ ხუმრობით: "თამაშის მერე ჩვენი ფეხბურთელები საფრანგეთის მეკარის ამოცნობაზე რომ წაეყვანათ, ვერცერთი ვერ ამოიცნობდა (ახლოდან არავის უნახავს)" :)
ფეოლა
05 სექტემბერი 2020 12:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული