U21. საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან ვერას გახდა - 0:3 [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ჯგუფის ლიდერ შვეიცარიასთან 0:3 დამარცხდა.

26-ე წუთამდე თანაბარი თამაში მიდიოდა, ვიდრე ნდოიემ საჯარიმოში ბურთი მიიღო, ორმა მეურვემ წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ანგარიში გაიხსნა. მერე სტუმრებს შესვენებამდე ორი მომენტი ჰქონდათ - ჯერ მეკარე სანიკიძემ ზექირს არ დაანება გატანა, ხოლო შემდეგ ქართველი გოლკიპერი გამოსვლაზე შეცდა და მეორედ გაუტანეს. თუმცა, გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მაისურაძის შეგირდები უპირატესობას დაეუფლნენ. 51-ე წუთზე არველაძემ გულიაშვილი მეკარეს
პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან ჩინებული შანსი გაუშვა ხელიდან. სწრაფი კონტრშეტევისას კი ნდოიემ პენალტი მოიპოვა, რომელიც ზექირმა გამოიყენა. შემდეგ შესვლაზე შესულ პუშიჩს საქართველოს ნაკრების მცველებმა ხელი არ შეუშალეს და მან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

13 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები აზერბაიჯანს უმასპინძლებს.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
საქართველო - შვეიცარია 0:3
გოლები: 0:1 ნდოიე (26), 0:2 ზექირი (69, პენ), 0:3 პუშიჩი (81)

საქართველო: სანიკიძე, ბურჯანაძე, ლოჩოშვილი, კობოური, სილაგაძე, ლაკვეხელიანი (კუხიანიძე 89), დარცმელია, მექვაბიშვილი (ანდრონიკაშვილი 65), სამურკასოვი (აზაროვი 89), არველაძე, გულიაშვილი

შვეიცარია: რაციოპი, ზესიგერი, დომჯონი, ტომა, გილემენო (პუშიჩი 66), ზექირი (ანტუნეში 89), ნდოიე (მამბიმბი 79), იმერი (იანკევიჩი 79), მუჰეიმი, რუეჯი, ბამერტი

მკითხველის კომენტარები / 24 /
სამარცხვინო მწვრთნელი და გუნდი,ახლობელ ნათესავებით გავსებული,
shako
09 ოქტომბერი 2020 22:49
4
ასეთი საზარელი თამაში ცხოვრებაში არ მინახავს არცერთი გუნდის შესრულებით, მიხვდებით ალბათ რომელ გუნდს ვგულისხმობ
შაკო
09 ოქტომბერი 2020 22:41
0
ცეცაძის დროს გუნდი უკეთესი იყო, არაბიძე საერთოდ არ გამოიძახეს, რომელიც საუკეთესო იყო მაგ გუნდში,ალბათ აღარც აინტერესებთ როგორ ფორმაშია, არასწორად და მიკერძოებულად დააკომპლექტეს გუნდი და შედეგიც სახეზეა, ძალიან უსუსურად ითანაშეს
ზაზა
09 ოქტომბერი 2020 22:33
0
ეს მაისურაძე მხოლოდ ნათლულებს და ახლობლებს ათამაშებს ნაკრებში,ვინ არის სილაგაძე რას გავს? ან 7-ნომერი ვინ იყო,აი სწორედეს არის ახლობლობა და შედეგმაც არ დააყოვნა,ნაკრები თავისი გონიათ ამ უბედურებს
თენგო
09 ოქტომბერი 2020 21:55
1
7 ნომერი არის ანზორ მექვაბიშვილი, რომელიც საქართველის მე-5 ლიგაში თამაშობს დინამო 2-თან ერთად. პირადული არაფერი მაგ ბიჭთან, მართლა მე-5 ლიგაში თამაშობს
როგორ არ იცი?
09 ოქტომბერი 2020 23:57
0
მაისურაძე რომ სხვის დავალებებს ასრულებს ისედაც ჩანს,არ აწყობდათ ცეცაძე და გაუშვეს
nino
09 ოქტომბერი 2020 22:35
0
ცეცაძეს სლოვაკეთთან მატჩის შემდეგ დისკვალიფიკაცია მისცეს,4 თუ 5 თამაში და ამ თამაშებში,გუნდი მწვრთნელი გარეშე როგორ ითამაშებდა?მამარდაშვილსაც დისკვალიფიკაცია აქვს და იმიტომ ვერ ითამაშა.ეგრე პირდაპირ ხელის დადებას,ცოტა ინფორმაცია გაიგოთ,ისა სჯობდა.აქ ასეთი პოსტების დამწერებს,წინა თამაშები არც უნახიათ და აზრზე არ არიან რას ლაპარაკობენ.თუნდაც მექვაბიშვილი,ჩისკოს მოსვლამდე,დინამოს ძირითადში არ თამაშობდა?ახლა დინამო 2-შია.ესე იგი არ არის ცუდი ბიჭი.ამ ნაკრების წევრები იყვნენ კვარაცხელია და დავითაშვილიც, რა თქმა უნდა ისინიც დააკლდნენ გუნდს.ახალგაზრდული ნაკრების საქმე,დიდი ნაკრებისათვის კადრების მომზადებაა,დავითაშვილის და კვარაცხელიას გარდა,ნიკა მალიც დიდ ნაკრებშია.ესე იგი,ის თავის მოვალეობას,კარგად ასრულებს და ევროპის გუნდები,მანდ გამარჯვება დამარცხებას,დიდ მნიშვნელობას არც ანიჭებენ.ჩვენგან განსხვავებით.
სოსო
10 ოქტომბერი 2020 11:00
5
მე-5 ლიგაში თამაშობს თურმე ვიღაც მექვაბიშვილი და ძირითადში იწყებს,უდღეური გამომეტყველების თავდასხმელი ვინ იყო იქნებ იცოდეთ? ან ფლანგზე მოთამაშე სილაგაძე?საერთოდ მწვრთნელი ნაისურაძე უკვე ჩაძირულა საშოვარ და შოვნაში,ცეცაძეს ვერ უბედავდნენ და მოიშორეს,
ლადო
10 ოქტომბერი 2020 00:53
3
მტავარია ვატო იყოს კარგად
aleko
10 ოქტომბერი 2020 01:49
2
მოპოლიტიკოსო ბურჯანაძე გამიგია, მაგრამ მოფეხბურთელო ბურჯანაძე ვიღაა ნეტავი. გვითხარით მაინც სად თამაშობს,რომელ გუნდში,იმ გუნდის თამაშებს რომ დავესწრო.
დ.დ.
09 ოქტომბერი 2020 23:30
1
ვინმემ გამაგებინეთ რატო არ იყო მეკარე მამარდაშვილი და არაბიძე ?? მამარდაზე არაფერს ვიტყვი ცხადია პირადულია რომ არ ათამაშეს და მერე მეორე არაბიძე სულ რომ განადგურებულ ფორმაში იყოს ერთი 3 კაცს მაინც აჯობებს დადგება და პასს მაინც გააკეთებს რა საშინელი კაცია ეს მაისურაძე ურცხვი კაცი ...
bejo
10 ოქტომბერი 2020 01:42
3
Mamardas mgoni diskvalifikacia aqvs
Bejos
10 ოქტომბერი 2020 04:01
0
Daabrunet cecadze da acalet mushaoba
Gia
09 ოქტომბერი 2020 22:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული