საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ჯგუფის ლიდერ შვეიცარიასთან 0:3 დამარცხდა.
26-ე წუთამდე თანაბარი თამაში მიდიოდა, ვიდრე ნდოიემ საჯარიმოში ბურთი მიიღო, ორმა მეურვემ წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ანგარიში გაიხსნა. მერე სტუმრებს შესვენებამდე ორი მომენტი ჰქონდათ - ჯერ მეკარე სანიკიძემ ზექირს არ დაანება გატანა, ხოლო შემდეგ ქართველი გოლკიპერი გამოსვლაზე შეცდა და მეორედ გაუტანეს. თუმცა, გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა.
მეორე ტაიმის დასაწყისში მაისურაძის შეგირდები უპირატესობას დაეუფლნენ. 51-ე წუთზე არველაძემ გულიაშვილი მეკარეს
პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან ჩინებული შანსი გაუშვა ხელიდან. სწრაფი კონტრშეტევისას კი ნდოიემ პენალტი მოიპოვა, რომელიც ზექირმა გამოიყენა. შემდეგ შესვლაზე შესულ პუშიჩს საქართველოს ნაკრების მცველებმა ხელი არ შეუშალეს და მან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
13 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები აზერბაიჯანს უმასპინძლებს.
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
საქართველო - შვეიცარია 0:3
გოლები: 0:1 ნდოიე (26), 0:2 ზექირი (69, პენ), 0:3 პუშიჩი (81)
საქართველო: სანიკიძე, ბურჯანაძე, ლოჩოშვილი, კობოური, სილაგაძე, ლაკვეხელიანი (კუხიანიძე 89), დარცმელია, მექვაბიშვილი (ანდრონიკაშვილი 65), სამურკასოვი (აზაროვი 89), არველაძე, გულიაშვილი
შვეიცარია: რაციოპი, ზესიგერი, დომჯონი, ტომა, გილემენო (პუშიჩი 66), ზექირი (ანტუნეში 89), ნდოიე (მამბიმბი 79), იმერი (იანკევიჩი 79), მუჰეიმი, რუეჯი, ბამერტი