U21. საქართველომ აზერბაიჯანი მინიმალური სხვაობით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე ტურში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა საკუთარ მოედანზე აზერბაიჯანი 1:0 დაამარცხა.

ვასილ მაისურაძემ საკმაოდ საინტერესო სტრატეგია (5-4-1) აირჩია. როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა მატჩის სადავეები ხელში თავიდანვე ჩაიგდეს და თამაში მეტოქის ნახევარზე წარმართეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ბურთს აზერბაიჯანი ფლობდა, ქართველები პრესინგით მეტოქეს დიდ პრობლემებს უქმნიდნენ.

შეხვედრის პირველ მეოთხედში საქართველომ რამდენიმე კარგი მომენტი შექმნა, თუმცა მათი რეალიზება ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, ტაიმის მიწურულს, ბექა დარცმელიას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, ლუკა ლაკვეხელიანის ჩაწოდებულს გიორგი გულიაშვილი დახვდა და ნაკრები დააწინაურა. 

მეორე ნახევარში "ჯვაროსნების"
უპირატესობა გაცილებით გაიზარდა. ქართველებმა მეტოქეს ბურთი დაუმალეს და დროის დარჩენილი მონაკვეთის განმავლობაში დომინირებდნენ. საგულისხმოა, რომ მაისურაძემ 5-ივე ცვლილება გამოიყენა და ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შესაძლებლობა მისცა.

შეხვედრის 77-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა ვალიზადეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და სტუმრები 10 კაცით დატოვა. 

უნდა ითქვას, რომ ანგარიში რეალურად მატჩის მიმდინარეობს არ გამოხატავს. საქართველომ მეტოქე ყველა სათამაშო კომპონენტში დაჩაგრა, 3 ქულა უპრობლემოდ მოიპოვა და 12 ქულით ჯგუფში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.

ჩვენი გუნდი 12 ნოემბერს, უკანასკნელ ტურში სლოვაკეთს უმასპინძლებს.


გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
საქართველო - აზერბაიჯანი 1:0

გოლი: გიორგი გულიაშვილი (42)
გაძევება: ვალიზადე (77)

საქართველო: მამარდაშვილი, ლაკვეხელიანი, კობოური, ლოჩოშვილი (გელაშვილი 68), ბურჯანაძე (ანდრონიკაშვილი 82), სილაგაძე (აზაროვი 75, სამურკასოვი, კუცია (მექვაბიშვილი 46), დარცმელია, გულიაშვილი, სპანდერაშვილი (კუხიანიძე 46)

აზერბაიჯანი: იბრაჰიმოვი, თამაზოვი, კაპლანი, რ. აჰმადოვი, ჰუსეინი, ს.აჰმადოვი (ბაირამოვი 58), ველიზადე, ს. აბდულაზადე (რ.აბდულზადე 90),  ეკინჩიერი (ჯაფარგულიევი 58), ოკსუზი (ილდირიმი 77), კოკჩუ (ინგიაბლი 90)

altU21. საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან ვერას გახდა - 0:3 [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
უსუსტესი გუნდია, და არც პროგრესი ჩანს არც ლაკვეხელიანი არც კუცია და რავი არავინ არც სამურკასოვი და ვაბშე ამ ნაკრებიდან ეროვნულში გამოსაძახებელი არავინაა. ესაა საქართველოს მომავალი?
Semi
09:32 14-10-2020
1
ახალგაზრდულია თუ ვეტერანთა სასტავი?)) იმეენა ძალად თამაშობენ. არა ჟილკა არა ჯიგაროი. რა გჭირთ ტო!?
რატი
09:08 14-10-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული