19-წლამდელთა შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
19-წლამდელთა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მე-10 ჯგუფის მატჩებს 6-დან 12 ოქტომბრამდე ნორვეგია უმასპინძლებს. საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე უელსი, კოსოვო და მასპინძელი ნორვეგია იქნებიან.

ნორვეგიაში გასამართი მატჩებისთვის 19 წლამდე ვაჟთა ნაკრებს ტრავმის გამო პორტუს სარეზერვო გუნდის ქართველი ლეგიონერი - გიორგი აბუაშვილი ვერ დაეხმარება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).

მცველები:
დავით გოგოტიშვილი (დინამო თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო თბილისი), თორნიკე დუნდუა (დინამო თბილისი), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბილისი), გიორგი ჩხეტიანი
(ბრაგა, პორტუგალია), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები:
ლუკა კეკელიძე (ლოკომოტივი თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (ურალი, რუსეთი), გიზო მამაგეიშვილი (საბურთალო), გეგი გეგუჩაძე (საბურთალო), ნიკა სიხარულაშვილი (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები:
გიორგი გვიშიანი (გაგრა), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ხაბულიანი (ადანა დემისპორი, თურქეთი), გიორგი კვერნაძე (საბურთალო).

19-წლამდელების სამივე მატჩს ოსლოდან სამხრეთით მდებარე ქალაქ ლავრიკის სტადიონი - "ფრამპარკენი" უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული