მამარდაშვილი ახალგაზრდულში - ინგლისის წინააღმდეგ შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 7 ნოემბერს საწვრთნელ შეკრებას იწყებს. ახალგაზრდული ნაკრები 16 ნოემბერს, 18:00 საათზე, ბათუმში ინგლისის 21-წლამდელთა ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობის მისაღებად, ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ 22 ფეხბურთელი გამოიძახა.

U21 | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა


მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო).

მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (პრაღის სპარტა, ჩეხეთი), სანდრო კალანდაძე (დინამო, თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი, ესპანეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი ქველაძე (ლოკომოტივი, თბილისი)

ნახევარმცველები: ნიკა
გაგნიძე (დილა, გორი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო, თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი, თბილისი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), გიორგი ლომთაძე (სამტრედია), თორნიკე მორჩილაძე (დინამო, თბილისი), ლუკა გაგნიძე (ურალი, რუსეთი).

თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი, თბილისი), გიორგი გაგუა (ალავესი, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).

ბათუმში ინგლისის და საქართველოს ახალგაზრდული გუნდები ერთმანეთს ისტორიაში მეოთხედ დაუპირისპირდებიან. განვლილ 3 მატჩში 2 შეხვედრა ინგლისელებმა მოიგეს, ხოლო 1997 წელს ჩარლტონ ატლეტიკსის „ვალიზე“ გამართული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ამ ნაკრებ გუნდებს შორის პირველ შეხვედრასაც სწორედ ბათუმმა უმასპინძლა. 1996 წლის 8 ნოემბერს გამართული მატჩი ინგლისელებმა მინიმალური სხვაობით - 0:1 მოიგეს. შეხვედრაში ერთადერთი გოლის გატანა მაიკლ დაბერიმ 81-ე წუთზე შეძლო.

წყარო: Nakrebi.ge

altმამარდაშვილი ახალგაზრდულში - სვანაძის რჩეულები

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეროვნულ ნაკრებში ბევრი ფეხბურთელია გამოძახებული 21 წლამდე მე პირადად მიმაჩნია რომ შვედეთან მატჩს არანაირი პრინციპული მნიშვნელობა აღარ აქვს და მითუმეტეს უზბეკეთან ვფიქრობ რომ 21 წლამდე ნაკრებში გამოეძაცებითან ეთამაშათ კვარაცხელიას მიქაუტაძეს დავითაშვილს აზაროვს და წიტეიშვილს ჯობდა ვიდრე ამ შვედეთან და უზბეკეთან იმას მაინც დავინახავდით რომ 21 წლამდე ჩემპიონატი რომ ჩატარდება 2 წელიწადში ამ ჩვემპიონაში ჩვენს ბიჭებს აქვთ თუ არაა შანსი ღირსეულად გამოსვლის ასეთ ძლიერ ნაკრებთან როგორიც ინგლისია კარგი სპარინგი და ტესტი იქნებოდა ეს ჩვენი ასაკობრივი ნაკრებისთვის და რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს იქ ეთამაშათ ძველებს ისევ ეს ბოლო ორი მატჩი რა პრობლემა იყოო ვერ ვხდები მართლა.
გიორგი
15:36 04-11-2021
13
21-წლამდელებს რომ ვმასპინძლობთ 2023 წელს, შესარჩევში რომ გვიწევდეს ასპარეზობა, ახლა ვათამაშებდით თუნდაც ერთ მატჩს კვარას, წიტას, ზურიკოს და მამარდას და 2023-ში, მიუხედავად მაგ დროს მათი ასაკისა, მონაწილეობას მიიღებდნენ, როგორც შესარჩევის მონაწილეები. ახლა, შესარჩევს რომ არ ვთამაშობთ, რა პროცედურების გავლაა საჭირო, ამ ბიჭებით რომ გავაძლიეროთ ნაკრები? ამაზე ფიქრობს ვინმე? თუ საკუთარი მამაჯიბესქელი კლიენტების სარეკლამოდ უნდათ ეს ჩემპიონატიც და ამჯერად დიდი ტურნირის მასპინძლის რანგშიც გველის სირცხვილი და თავის მოჭრა?
ქომაგი
09:31 05-11-2021
1

სიახლეები პოპულარული