19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით

AutoSharing Option
საქართველოს 19 წლამდე ვაჟთა ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო ამხანაგურ სამთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ვასილ მაისურაძის გუნდი, ტურნირის ფარგლებში, დანიის და მასპინძელი პორტუგალიის 19-წლამდელთა გუნდებს დაუპირისპირდება. მატჩებს 11-დან 16 ნოემბრამდე პორტუგალიის ქალაქი ლოუზადა უმასპინძლებს, რომელიც პორტუს რეგიონში მდებარეობს.

19:00 | 11 ნოემბერი - პორტუგალია V საქართველო | ლოუზადა, პორტუგალია

19:00 | 13 ნოემბერი - საქართველო V დანია | ლოუზადა, პორტუგალია

15:00 | 16 ნოემბერი - პორტუგალია V დანია | ლოუზადა, პორტუგალია

აღნიშნული შეხვედრებისთვის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ 20
ფეხბურთელი გამოიძახა.

U19 | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: დავით გოგოტიშვილი (დინამო თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო თბილისი), თორნიკე დუნდუა (დინამო თბილისი), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბილისი), გიორგი ჩხეტიანი (ბრაგა, პორტუგალია), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები:
ლუკა კეკელიძე (ლოკომოტივი თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (დინამო თბილისი), გიზო მამაგეიშვილი (საბურთალო), გეგი გეგუჩაძე (საბურთალო), ნიკა სიხარულაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი აბუაშვილი (პორტუ, პორტუგალია), ლუკა წულუკიძე (საბურთალო).

თავდამსხმელები:
გიორგი გვიშიანი (გაგრა), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (საბურთალო).

მეტოქე გუნდების შესახებ

პორტუგალიის ასაკობრივი გუნდი 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბოლო სამი გათამაშების ფინალისტია - 2017 და 2019 წლებში ფინალში დამარცხდნენ, ხოლო 2018 წელს იტალიასთან გამარჯვების შემდეგ ჩემპიონობის მოპოვება შეძლეს.

დანიელმა 19-წლამდელებმა 6-12 ოქტომბერს გამართული საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი, საქართველოს მსგავსად, პირველ ადგილზე დაასრულეს. დანიამ ჯგუფში ყაზახეთს, ჩრდილოეთ ირლანდიას და მასპინძელი ჩეხეთის რესპუბლიკის ნაკრებ გუნდებს აჯობა.

შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელებმა 6-12 ოქტომბერს ნორვეგიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულეს და ელიტრაუნდის საგზურის მოპოვება შეძლეს.

ელიტრაუნდი 19-წლამდელებს გაზაფხულზე ელით, ხოლო ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი სლოვაკეთში 18 ივნისიდან 1-ელ ივლისამდე გაიმართება.

წყარო: nakrebi.ge

altმამარდაშვილი ახალგაზრდულში - ინგლისის წინააღმდეგ შემადგენლობა ცნობილია

alt19-წლამდელები პორტუგალიაში საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე ითამაშებენ

altU19. საქართველოს ნაკრებმა კოსოვო დაამარცხა და ელიტრაუნდს მიუახლოვდა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ქუთაისელს,მაგიტომაც აქვთ მაგარი შედეგები, როგორც სანაკრებო ისე საკლუბო ტურნირებზე. საქართბველოს ფეხბურთის ხერხემალი ყოველთვის იყო დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან წამსული ფეხურთელები. ვოტ ტაკ.
მალხაზ ჯობავა
18:13 10-11-2021
0
თბილისის ნაკრებია? სირცხვილი და საცოდაობაა, როდესაც მარტო თბილისელ ბავშვებს აქვთ განვითარების საშუალება. რეგიონები ოდითგანვე იყო ნიჭიერი ფეხბურთელების სამჭედლო.
ქუთაისელი
15:49 10-11-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული