U19. საქართველოს ნაკრებმა კოსოვო დაამარცხა და ელიტრაუნდს მიუახლოვდა

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე მატჩში კოსოვო 1:0 დაამარცხა.

გოლი 53-ე წუთზე "საბურთალოს" ნახევარმცველმა ოთარ მამაგეიშვილმა გაიტანა.

ვასილ მაისურაძის გუნდი 4 ქულით მეორე ადგილზეა და 12 ოქტომბერს ბოლო ტურში მასპინძელ ნორვეგიას შეხვდება, რომელსაც ელიტრაუდის საგზური მოპოვებული აქვს.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი აქვს.

ლავრიკი. "ფრამპარკენი"
საქართველო - კოსოვო 1:0
გოლი: ო. მამაგეიშვილი (53)

საქართველო: ხარატიშვილი, სალუქვაძე, დუნდუა, გოგოტიშვილი (გვიშიანი 46), პირტახია, ჩხეტიანი (ბაგრატიონი 64), გაგნიძე, ო. მამაგეიშვილი, გ. მამაგეიშვილი (ხაბულიანი 64), გეგუჩაძე (ცხოვრებაშვილი 86), კვერნაძე
(იობაშვილი 74)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული