U21. თამამად, გულიანად - გულიაშვილის დუბლით და გოჩოლეიშვილის სუპერგოლით საქართველოს ნაკრებმა ინგლისს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბათუმში ამხანაგურ მატჩში ინგლისი 3:2 დაამარცხა.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ინგლისელ თანატოლთა სახით მეტად სერიოზული გამომცდელი ჰყავდა და საინტერესო იყო, როგორ წარმოაჩენდა თავს. წარმოაჩინა და თანაც როგორ - პრემიერლიგისა და ჩემპიონშიფის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ მოწინააღმდეგეს არათუ ტოლი არ დაუდო, არამედ ყველა საფეხბურთო კომპონენტში დაჯაბნა კიდეც და რომ არა შეხვედრის დასასრულს დაშვებული შეცდომები, დიდი ანგარიშით გაიმარჯვებდა.

სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს და მამარდაშვილმა ორჯერ მოიგერია ბალოგუნის დარტყმული ბურთი. უპირატესობას მეტოქე ფლობდა, ძირითადად, მარჯვენა ფლანგიდან გვიტევდა, სვანაძის შეგირდები კი სწრაფი და სახიფათო კონტრიერიშებით
პასუხობდნენ და 24-ე წუთზე გულიაშვილმა შორიდან დალაშქრა გრინის კარი. საქართველოს ნაკრები, მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა, თამამად გამოიყურებოდა და თამაში ლამაზი სანახავი იყო. საჯარიმოში ჩაწოდებებისას მეურვეებს ტანმაღალი გაგუა უგებდა პირველ ბურთზე ბრძოლას. ბრიტანელებს 34-ე წუთზე ჰქონდათ კარგი მომენტი, მაგრამ ბრიუსტერმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს.

მეორე ტაიმი ჩვენმა გუნდმა კარგად დაიწყო. გოჩოლეიშვილმა გულიაშვილი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და მან დუბლი შეასრულა. 54-ე წუთზე გულიაშვილი ჰეთ-თრიკთან ახლოს იყო, თუმცა ახლო მანძილიდან თავით ვერ შეძლო გატანა. საქართველოს ნაკრები უკვე სრულ უპირატესობას ფლობდა, ორივე ფრთიდან და ცენტრიდანაც უტევდა, ბრიტანელებს ზონების გახსნას აიძულებდა და 65-ე წუთზე ზეაქტიურმა გოჩოლეიშვილმა ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ სუპერგოლი გაიტანა. ჩვენს გუნდს ბოლოს ყურადღების მოდუნება კინაღამ ძვირად დაუჯდა, ინგლისელებმა ორი გოლი კუთხურის მოწოდების შემდეგ გაიტანეს და მსაჯის საფინალო სასტვენის ხმაც გაისმა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - ინგლისი 3:2
გოლები: 1:0 გულიაშვილი (24), 2:0 გულიაშვილი (47), 3:0 გოჩოლეიშვილი (65), 3:1 მოლა (81), 3:2 გუეი (90+4)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (კაპანაძე 80), გელაშვილი, კალანდაძე, ხვადაგიანი (ჯინჯოლავა 88), ხარაბაძე, მექვაბიშვილი, ლ. გაგნიძე, გულიაშვილი (დარცმელია 88), მოისწრაფიშვილი (ნ. გაგნიძე 71), გაგუა

ინგლისი: გრინი, ბალოგუნი (გრინვუდი 36), ბრიუსტერი, კროსუელი, დოილი, დრამი (აარონსი 78), გარნერი (სკიპი 78), გიბს-უაიტი, გომესი (გორდონი 67), მოლა, ტომასი (გუეი 77)

altსაქართველოს 21-წლამდე ნაკრები ინგლისთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

მკითხველის კომენტარები / 21 /
ვუყურე თამაშს და საკმაოდ ვისიამოვნე. კარგი იყო!
შაკო
16 ნოემბერი 2021 20:41
0
ბრავო ბიჭებო!
თემო
16 ნოემბერი 2021 20:40
0
ყოჩაღ ბიჭებო!
ალეკო
16 ნოემბერი 2021 20:07
0
ხალხია ახლა ეს სპორტის მესვეურები? რატომ არ გვაჩვენეს ახალგაზრდული ნაკრების თამაში, რა-ტომ?!
aburjga
16 ნოემბერი 2021 20:05
31
სილკ უნივერსალზეც
Alexandre
17 ნოემბერი 2021 01:49
0
არ ყოფილა ამ თამაშის ყურება შენი ბედი. სილქ უნივერსალზეც იყო. ბიჭებმა გამაკვირვეს, მაჩანჩალა ინგლისი იყო და გადაუარეს თუ ბოლო 10 წუთს არ ჩავთვლიტ. მოეშვნენ უბრალოდ .. ტექნიკით და ტაქტიქით დავჩაგრეთ. მართალი თქვა კომენტატორმა რომ 17 წლამდელებში არ იგრძნობა სხვაობა. აი 21 წლამდელებში ამხელას რომ მიღწევ უკვე დიდი წარმატებაა. ფაქტია რომ თაობა მოდის და ეს გვახარებს. ახლა სწორი მიდგომაა მთავარი
ვანჩოპე
17 ნოემბერი 2021 01:48
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული