17 და 19-წლამდელთა მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
შვეიცარიაში 17 და 19 წლამდე გოგონათა ნაკრებების 2021/22 წლების სეზონის "ა" და "ბ" ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები B ლიგის მეოთხე ჯგუფში იასპარეზებს. ქართველ გოგონებთან ერთად "ა" ლიგაში გადასასვლელად ბულგარეთისა და ესტონეთის 17-წლამდელთა ნაკრებები იბრძოლებენ. "ა" ლიგაში სამ ნაკრებს შორის გამარჯვებული გუნდი აღზევდება და მომდევნო სეზონიდან ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში ჩაერთვება. ჩვენი გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის "ბ" ლიგის მატჩებს 2022 წლის მარტში, ბულგარეთში გამართავს.

Sportall.Ge

საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრები კვლავ "ბ" ლიგაში ითამაშებს. ჩვენი გუნდი მეხუთე ჯგუფში სლოვაკეთს,
ანდორას და სომხეთს დაუპირისპირდება. "ა" ლიგაში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები გადაინაცვლებს. საკვალიფიკაციო ეტაპის "ბ" ლიგის მეხუთე ჯგუფის თამაშები 2022 წლის აპრილში, ანდორაში ჩატარდება.

nakrebi.ge


altU17 - ელიტრაუნდს შოტლანდია უმასპინძლებს, მომდევნო შესარჩევს - საქართველო

alt19-წლამდელთა მეტოქეები ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული