17-წლამდელების შემადგენლობა და მატჩების განრიგი - მინსკის თასი და მონტენეგროსთან ამხანაგურები

AutoSharing Option
საქართველოს 17 წლამდე ვაჟთა ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდისთვის მზადებას მინსკის განვითარების თასზე მონაწილეობით იწყებს. ბელარუსის დედაქალაქში გამართული ამხანაგური ტურნირის შემდეგ გიორგი ჩიტაურის გუნდი მონტენეგროში მიემგზავრება, სადაც მასპინძელ თანატოლთა ნაკრებს 15 და 17 თებერვალს დაუპირისპირდება.

6 თებერვალი - ისრაელი V საქართველო - მინსკის თასი
7 თებერვალი - საქართველო V ბელარუსი - მინსკის თასი
9 თებერვალი - მოლდოვა V საქართველო - მინსკის თასი
10 თებერვალი - საქართველო V უზბეკეთი - მინსკის თასი
15 თებერვალი - მონტენეგრო V საქართველო - ამხანაგური
17
თებერვალი - მონტენეგრო V საქართველო - ამხანაგური

აღნიშნული მატჩებისთვის გიორგი ჩიტაურმა 20 ფეხბურთელი გამოიძახა. Covid-19-ით ინფიცირების გამო მოახლოებულ მატჩებში ნაკრებს თენგო გობეშია, ნიკოლოზ ნინიძე და გიორგი ტაბატაძე ვერ დაეხმარებიან.

U17 - შემადგენლობა

მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი, თბილისი), რევაზ კურტანიძე (საბურთალო)

მცველები: ალექსანდრე ნარიმანიძე (საბურთალო), საბა ხარჩილავა (დინამო, თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (დინამო, თბილისი), ალექსანდრე ჩიხაძე (მერანი, მარტვილი), გიორგი მაღრაძე (საბურთალო)

ნახევარმცველები: თენგო ალიბეგაშვილი (დინამო, თბილისი), გაბრიელ სიგუა (დინამო, თბილისი), ლაშა გადილია (დინამო, თბილისი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო, ქუთაისი), ამინ კარაევი (დინამო, თბილისი), ლუკა პარკაძე (დინამო, თბილისი), გივი ხაჩიძე (საბურთალო), დემეტრე ციკოლია (35-ე სკოლა), დავით გოგიჩაიშვილი (დინამო, თბილისი), დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე), გიორგი რობაქიძე (დინამო, თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი პარკინაშვილი (35-ე სკოლა), ნიკოლოზ ცეცხლაძე (დინამო, ბათუმი)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოველდღე თამაშია აქვთ (თითქმის) და 20 კაციანი შემადგენლობით წასვლა რა ლოჰიკაა? გადაივებიან
0

სიახლეები პოპულარული