საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ისრაელთან 0:3 დამარცხდა

AutoSharing Option
დღეს მინსკის განვითარების თასზე მოასპარეზე საქართველოს 17 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ტურნირის ფარგლებში პირველი მატჩი გამართა, სადაც ისრაელის ეროვნულ გუნდთან 3:0 დამარცხდა. მეტოქემ ქართველების კარი 34-ე, 45-ე და 55-ე წუთებზე აიღო. 

"საბურთალოს" მოთამაშე გიორგი ტაბატაძე, რომელიც გუნდს Covid-19-ით ინფიცირების გამო ვერ ეხმარებოდა, ახლა მწყობრშია და 8 თებერვლიდან ნაკრებს მინსკში შეუერთდება.

მომდევნო მატჩს გიორგი ჩიტაურის გუნდი 9 თებერვალს, ტურნირის მასპინძელი ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

nakrebi.ge

alt17-წლამდელების შემადგენლობა და მატჩების განრიგი - მინსკის თასი და მონტენეგროსთან ამხანაგურები

altსაქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი

მკითხველის კომენტარები / 6 /
და მაინტერესებს რომელ ასაკოვან ნაკრებს ჰყავს კარგი კვალიფიციური მწვრთნელი? ფეხბურთიც არ უთამაშიათ თავის დროზე ნორმალურად და ამ ზეპირი, დაზუთხული ფეხბურთით აქ ატყუებენ ხალხს. კითხვა არ გებადებათ ჟურნალისტებს რა კრიტერიუმით ნიშნავენ მწვრთნელებს?
Cea
07 თებერვალი 2022 19:32
1
მწვრთნელი საერთოდ თუ ყავს ამ ნაკრებს?ძალიან მაგარი ბიჭები არიან და წარმოუდგენლად უვიცი მწვრთნელჯ ყავთ.
iago
07 თებერვალი 2022 19:05
1
ასე იცის თბილისს გარეთ ცხვირს, რომ არ ყოფთ, ეს თბილისის ნაკრებია და არა საქართველოს.
რრრ
07 თებერვალი 2022 17:40
0
ძირითადი ბირთვი რათქმაუნდა ჯერჯერობით თბილისზე წამოვა, იმიტომ, რომ სკოლები და აკადემიები დედაქალაქშია უფრო, მაგრამ რეგიონებშიც უნდა მიძებნონ ნიჭიერები, რასაც არ აკეთებენ ვფიქრობ...
ბათუმი
07 თებერვალი 2022 19:06
0
ძალიან ცუდი მწვრთნელი გვყავს. უნგრეთის ტურნირიდან მოყოლებული ვაკვირდები ნაკრებს, ბიჭებს პოტენციალი აქვთ და ეს მწვრთნელი ძალიან არასწორ ფეხბურთს ათამაშებს. არანაირი უბურთოდ მოძრაობა, არანაირი კომბინაცია, ტაქტიკა და ა.შ აუტიდან ნებისმიერი ბურთს უბრალოდ ისვრიან. ერთადერთი კომბინაცია რაც არის - მეკარებ გაათამაშოს იქვე, 2-3 პასი და წინ დარტყმა და იქ რამე მოხდება. რავიცი, ეს ფლანგები უაზროდ იტვირთება სულ, ვერ ქაჩავენ, ცენტრიდან არც ერთი შეტევა არ მიდის. მოკლედ ამ თამაშით გერმანია-შოტლანდია გადაგვივლის
ვაა
07 თებერვალი 2022 17:24
1
კარში რამდენჯერ დაარტყეს? )))))))
კარგით რა
07 თებერვალი 2022 17:21
0

სიახლეები პოპულარული