U17. საქართველოს ნაკრები ისევ 0:3 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის მზადება მინსკის განვითარების თასზე დაიწყო და პირველი ორი მატჩი ერთნაირი ანგარიშით, 0:3 წააგო.

გიორგი ჩიტაურის შეგირდები პირველ ტურში ისრაელთან, ხოლო მეორეში ბელარუსთან დამარცხდნენ.

დუბლი ივან აგეევმა შეასრულა, ერთი გოლი კი ალეკსეი კოჟანოვსკიმ გაიტანა.

შემდეგ მატჩს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 10 თებერვალს, მინსკის საფეხბურთო კლუბის ასაკობრივ გუნდთან გამართავს.

საქართველო: ს. კოპალიანი, გოგიჩაიშვილი (ცეცხლაძე 41), ხარჩილავა, ნარიმანიძე, რობაქიძე, ბასილაძე (ხაჩიძე 59), პარკინაშვილი (ალიბეგაშვილი 50), პარკაძე (გადილია 71), მაღრაძე, ლორთქიფანიძე, ციკოლია (კარაევი 50)

სათადარიგოები: რ. კურტანიძე, ჩიხაძე, გიუნაშვილი,
ტაბატაძე

მკითხველის კომენტარები / 8 /
თაობა მოდის უნდა გეამაყებოდეს რა. გამოტენეს ალბათ ვიღაც ბიძიების ბიჭებით...
რეზო
22:09 09-02-2022
0
მამიკოს შვილები იქნებიან,აბა მუშაკაცის შვილს ვინ გადაუხდის იმხელა გადასახადია ფეხბურთზე რო იაროს.
ან როგორ ცმუკავდა ზოგი ბურთს რო იღებდა,მასეთებს ჩემს ბავშვობაში ეზოში მარტო კარში თუ ჩავაყენებდით როცა მეკარე არ გვყავდა.
Levani
23:23 09-02-2022
0

სიახლეები პოპულარული