19-წლამდე ნაკრები ელიტ რაუნდისთვის მზადებას განაგრძობს

AutoSharing Option
19-წლამდე ვაჟთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდისთვის მზადებას განაგრძობს. ვასილ მაისურაძის გუნდი, კვირას ხორვატიაში გაემგზავრება, სადაც 23, 26 და 29 მარტს ისლანდიის, რუმინეთის და მასპინძელი ხორვატიის წინააღმდეგ მატჩებს გამართავს.

ელიტ რაუნდის მატჩებში, გუნდს 19-წლამდე ნაკრების წევრი - ლუკა გაგნიძე ვეღარ დაეხმარება, რომელსაც ტრავმა აწუხებს და მომდევნო კვირების მანძილზე სარეაბლიტიაციო პერიოდს გაივლის.

U19 | შემადგენლობა

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (შუქურა ქობულეთი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).

მცველები: დავით გოგოტიშვილი (დინამო თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო თბილისი), თორნიკე დუნდუა (დინამო თბილისი), გიორგი
პირტახია (ლოკომოტივი თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), გიორგი ჩხეტიანი (ბრაგა, პორტუგალია), თემურ გოგნაძე (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ზურაბ რუხაძე (საბურთალო).

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (დინამო თბილისი), გეგი გეგუჩაძე (საბურთალო), ლუკა წულუკიძე (საბურთალო), ნიკა სიხარულაშვილი (დინამო თბილისი), ლუკა კეკელიძე (ლოკომოტივი თბილისი), დიმიტრი ღურწკაია (დინამო თბილისი), გიორგი გვიშიანი (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (თელავი), გიორგი აბუაშვილი (პორტუ, პორტუგალია), გიზო მამაგეიშვილი (საბურთალო).

U19 | მატჩების განრიგი
23 მარტი | რუმინეთი V საქართველო | ელიტ რაუნდი
26 მარტი | საქართველო V ისლანდია | ელიტ რაუნდი
29 მარტი | საქართველო V ხორვატია | ელიტ რაუნდი

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ორივე ასაკი ბოლო ადგილზე გავა ჯგუფში სამწუხაროდ.
Simartle
16:07 19-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული